საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას - ემანუელ მაკრონი

საქართველო, თბილისი - 18:08 | 08.09.2025
ნანახია: 48

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იერუსალიმში სროლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

საფრანგეთის პრეზიდენტი თავდასხმას ტერორისტულ აქტს უწოდებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

„საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმში მოხდა. გამოვხატავ ჩემს ღრმა თანაგრძნობას მსხვერპლის ოჯახებისა და ისრაელის ხალხის მიმართ. ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ყველასთვის რეგიონში“.

ცნობისათვის იერუსალიმის შესასვლელთან მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის ცნობით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. 6 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე