„ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
საქართველო, თბილისი - 18:03 | 19.08.2025 ნანახია: 1436
მსოფლიო აფროსნობის რუკაზე თბილისმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა - „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დედაქალაქმა იალქნიანი საკრეისერო ნავების საერთაშორისო რეგატას უპასპინძლა. შეჯიბრება 15-17 აგვისტოს „საქართველოს საიალქნო კლუბში“ გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი იახტსმენები და მაღალი დონის საერთაშორისო მსაჯები.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველო“ აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში აფროსნობის განვითარებას. სამი წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს საიალქნო კლუბთან პარტნიორობის მემორანდუმს. ამ ხნის განმავლობაში კლუბმა სხვადასხვა საერთაშორისო რეგატაში მიიღო მონაწილეობა. „ვოლვო ქარ საქართველო“ ყველა ეტაპზე მისი მხარდამჭერი იყო.
რაც შეეხება საერთაშორისო რეგატას, მოხარულები ვართ, რომ თბილისმა პირველად უმასპინძლა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას. მსოფლიოს მასშტაბით, „ვოლვო“ აფროსნობის აქტიური მხარდამჭერია. „ვოლვო ქარ საქართველო“ კი იზიარებს ბრენდის გლობალურ ღირებულებებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიმართულებით და ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესის ზრდას, რათა მასში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს“.
საერთაშორისო ღონისძიების პარტნიორები იყვნენ საავიაციო კომპანია „ვან კლიკი“ და „ლიბერთი ბანკის“ პრემიუმ მომსახურება „სტუდიო ლიბერთი“.
საქართველოს საიალქნო კლუბი 2022 წელს დაფუძნდა და სწრაფად ვითარდება. ცოტა ხნის წინ კლუბმა, საქართველოში პირველმა, შეიძინა მსოფლიოში მოწინავე სპორტული ნავები - ინგლისური წარმოების RS21, რაც აფროსნობის განვითარების თვალსაზრისით ახალი ეტაპის დასაწყისია. ეს მოდელი, თავისი მახასიათებლებით, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგატის სტანდარტებს და ქართველ სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებში.

კახა ნონიაშვილი, საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი და დირექტორი: „საერთაშორისო რეგატის ორგანიზებისთვის საქართველოს საიალქნო კლუბი რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. RS21 ნავების შეძენითა და საერთაშორისო რეგატის ორგანიზებით, კლუბი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას აფროსნობის სფეროს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული კონკურენციისთვის. სწორედ ახალმა სპორტულმა ნავებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიო ლიდერებთან შეჯიბრებით ახალ ეტაპზე გადავიდნენ. საერთაშორისო რეგატა, რომელსაც საქართველოს საიალქნო კლუბმა უმასპინძლა, ყველა საერთაშორისო წესის დაცვით გაიმართა და 3 გამარჯვებული გამოვლინდა.
„ვოლვო ქარ საქართველო“ კლუბის გახსნის დღიდან გვიჭერს მხარს გასვლითი რეგატებისა თუ საბავშვო სკოლის განვითარების მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი ასეთი მაღალი დონის კომპანიაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში აფროსნობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კერძო სექტორის როლი ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“.
საქართველოს საიალქნო კლუბის მწვრთნელთა გუნდი 8 კვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს. მას აქვს საბავშვო სპორტსკოლა, რომლის მიზანი საქართველოში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობა და ამ სპორტით რაც შეიძლება მეტი მოზარდის დაინტერესებაა.
„ვოლვო ქარ საქართველო“ უკვე 3 წელია, საქართველოს საიალქნო კლუბის მხარდამჭერია და ქვეყანაში აფროსნობის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. გლობალურად კი, „ვოლვო რეგატა“ — Volvo Ocean Race — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი შეჯიბრებაა და მასში მონაწილეობა ყველა აფროსნისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















