„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საქმეზე მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს
საქართველო, თბილისი - 14:26 | 02.07.2016 ნანახია: 1602
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სახლში ცხოვრების ფაქტზე სახელმწიფოსთან მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს და საზოგადოებას არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას აწვდის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად არ რეაგირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მასთან სადავო ქონების ირგვლივ წინადადებათა განხილვაზე. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უკვე ორგზის – 31 მაისს და 15 ივნისს საქმეზე განხილვები სადავო ქონების საკითხზე მორიგების შესაძლებლობის საფუძვლით გადადო. სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი პაპუაშვილთან მორიგებაზე დრო ამჯერად საბოლოოდ, 8 ივლისამდე განუსაზღვრა, თუმცა გიორგი პაპუაშვილი სამინისტროსთან კომუნიკაციას თავს არიდებს. ორგანიზაციის შეფასებით, გიორგი პაპუაშვილი ცდილობს, როგორც მორიგების პროცესი, ასევე სასამართლო განხილვები განუსაზღვრელი ვადით გააჭიანუროს, თუმცა 8 ივლისს ჩანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელე მხარე აღარ აპირებს კიდევ ერთხელ სასამართლო სხდომა გადადოს.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ბინის საკითხზე სახელმწიფომ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის მზადყოფნა 2016 წლის მაისში გამოხატა. სასამართლო სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა 15 ივნისის სასამართლო სხდომაზეც ცალსახად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ როლანდ ბლადაძესა და სახელმწიფოს შორის არსებითად შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია დავა მორიგებით დასრულდეს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, წარმოდგენილი პირობები დავის მონაწილე ყველა მხარის – სახელმწიფოს, როლანდ ბლადაძის და გიორგი პაპუაშვილის საერთო ინტერესებთან შესაბამისობაშია, თუმცა საქმეზე მორიგების აქტზე თანხმობას, მოცემულ დრომდე, გიორგი პაპუაშვილი აფერხებს. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილს საფუძვლიანად არ მიაჩნია გიორგი პაპუაშვილის ადვოკატის განცხადება, თითქოსდა სახელმწიფო სასამართლოს თავმჯდომარესთან რაიმე სახის მოლაპარაკებას არ აწარმოებს და მორიგების აქტზე საუბარი მხოლოდ ცალხმრივი ნებაა.
როლანდ ბლადაძის ადვოკატი აცხადებს, რომ 2012 წლის 11 დეკემბერს, გიორგი პაპუაშვილმა თავად მიმართა საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს და სადავო ქონების დაბრუნება ნაცვალგების პრინციპით მოითხოვა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, თუკი დღეს მსჯელობა მიმდინარეობს 2012 წლის დეკემბრის წერილში პირობების განხილვაზე, სახელმწიფო ვალდებულია გიორგი პაპუაშვილს ალტერნატიული ფართი გადასცეს საკუთრებაში, ხოლო გიორგი პაპუაშვილს, როგორც საჯარო მოხელეს, კანონით, უფლება არ აქვს უარი თქვას სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე. არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნული განცხადებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, სადაც გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ალტერნატიულ ფართზე უარი, თითქოსდა ნაკლები კვ.მ.–ის ფართის შეთავაზებას უკავშირდება. მისი თქმით, დღეს როლანდ ბლადაძის საქმეზე სამართლიანობის აღდგენა მთავრობის, მინისტრის და სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟის საკითხია.
შეგახსენებთ, რომ სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, 2016 წლის 8 ივლისს, 10:00 საათზე განახლდება. საქმეს განიხილავს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















