სერგო რატიანი: სასწავლო წელი კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე დაიწყება
საქართველო, თბილისი - 11:40 | 02.07.2016 ნანახია: 1642
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სერგო რატიანისა და მარიამ რამინაშვილის განცხადებით, სასწავლო წელი შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება.
„კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე, არსებული გამოცდილებით, იმისათვის, რომ სრულფასოვნად განხორციელდეს სკოლებისათვის სახელმძღვანელოებით აღჭურვა, ტენდერი არათუ გამოცხადებული, დასრულებულიც უნდა იყოს. (შედარებისთვის - შარშან ელექტრონული ტენდერი დასრულდა 30 ივნისს) არსებული მდგომარეობით ჯერ სამინისტროს საჭირო რაოდენობის სტატისტიკაც არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება სასწავლო წელი და მშობლებისა და მასწავლებლებისათვის, სასწავლო პროცესისათვის გახდება გადაულახავი პრობლემა", აღნიშნა რატიანმა.
მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ 2016-17 სასწავლო წლისათვის განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის კვლავ არსებული სასკოლო წიგნებით უნდა განხორციელდეს სწავლება, მოვითხოვთ განათლების მინისტრისაგან, 2016 წლის ბიუჯეტში სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის განკუთვნილი 12 მილიონი ლარით აღარ განხორციელდეს სასკოლო წიგნების სტამბური ბეჭვდა, მოხდეს გამომცემლობებში არსებული ნაშთების შესყიდვა, რაც, ერთი მხრივ, სასიკეთოდ წაადგება თავად გამომცემლობების საქმიანობას და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ხარჯს, რომელიც სამინისტროს უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო უაზროდ უნდა დაიხარჯოს, ნაწილობრივ მაინც სასარგებლო დანიშნულებას შესძენს. მეორე მხრივ, მოხსნის პრობლემას მოსწავლეებისათვის საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოების მიწოდებასთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გამართულ წარმართვას.
"ოფიციალური მონაცემების მიხედვით უფასო სახელმძღვანელოების პროექტისათვის 33 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი 2013-1015 წლებში, აქედან, გამარტივებული შესყიდვით, ერთპირთან მოლაპარაკების საფუძველზე, 27 მილიონი გაიცა კონკრეტულ პირებზე, ელექტრონული ტენდერის გარეშე, ამ ფაქტით პირდაპირ დასტურდება, რომ არსებული ინიციატივით განათლების სისტემაში დასაქმებული მაღალჩინოსნების პირადი ინტერესების გამო დაზარალდნენ გამომცემლობები, რამაც, თავისმხრივ, შეაფერხა ქვეყანაში განვითარების ეტაპზე მყოფი გამომცემლობების მიერ წამოწყებული სასარგებლო საგანმანათლებლო აქტივობები.
აქვე, ვეხმაურებით დღევანდელ მოთხოვნას და ჩვენი მხრივ, ვპირდებით გამომცემლობებსა და სახელმძღვანელოების ავტორებს, რომ - ჩვენ 2017 წელსვე მოვახდენთ სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრის დერეგულაციას. შედეგად, გაუმჯობესდება სახელმძღვანელოების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, დაცული იქნება სახელმძღვანელოს ავტორთა საავტორო უფლებები“, - განაცხადა რატიანმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















