დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანიას „Deutsche Bahn“ შორის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 13:47 | 01.07.2016 ნანახია: 1627
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, გერმანიის ფედერალურ საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანიას „Deutsche Bahn“ შორის გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და „Deutsche Bahn“-ის წარმომადგენელმა ნიკო ვარბანოფმა.
ხელმოწერის შემდეგ ურთიერთგაგების მემორანდუმის შეფასებისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს ქართული და გერმანული სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლობის განვითარებას ორი მიმართულებით - პირველია ტრანსკასპიური მიმართულება, რაც გულისხმობს ტვირთების მიმოსვლას ჩინეთსა და ევროპას შორის. რაც შეეხება მეორეს, ესაა ევროპიდან, საქართველოს გავლით, ტვირთის გადაზიდვა ირანისა და სპარსეთის ყურის მიმართულებით და უკან.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გერმანია-საქართველოს ბიზნესის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ფრანც-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში მოეწყო, საქართველოსა და გერმანიის რკინიგზების გარდა, ასევე მონაწილეობდნენ კომპანიები, რომლებიც წარმოადგენდნენ ლოგისტიკურ ცენტრებს, სამაცივრე მეურნეობებსა და სატრანზიტო სფეროში მომუშავე აითი-მომსახურების ფირმებს.
საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, სატრანსპორტო სფეროში იგეგმება Deutsche Bahn-ის, როგორც წარმატებული პარტნიორის შემოყვანა, რომელიც ჩინეთ-ევროპას შორის მოძრავი ბლოკმატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია.
Deutsche Bahn-ი ტრანს-კასპიურ დერეფანს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან და პერსპექტიულ პარტნიორს. მხარეები თანხმდებიან, რომ ტვირთის ნებისმიერი მიმართულებით გადასაზიდად, ჩვენი დერეფანი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად გამოიყენონ.
საქართველოს რკინიგზასა და „Deutsche Bahn“-ს შორის ურთიერთობის პირველი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის დელეგაცია გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ბერლინში, „Deutsche Bahn“ სათავო ოფისს ეწვია. საქართველოს დერეფანში მიმდინარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტების გაცნობის შემდეგ, გერმანულმა მხარემ გამოხატა უდიდესი ინტერესი და გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დერეფნის განვითარების პროცესში. მიმდინარე წლის მაისში, საპასუხო ვიზიტით, საქართველოს გერმანული დელეგაცია ეწვია. სტუმრობისას გერმანულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სიღრმისეულად გაცნობოდა საქართველოს რკინიგზის პროექტების მიმდინარეობის პროცესს. საბოლოოდ, ამ პროცესების შეფასებამ, ქართული და გერმანული რკინიგზის წარმომადგენელთა მაღალმა ინტერესმა, თანამშრომლობის სურვილი ბუნებრივად გააჩინა. მემორანდუმი არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელებისკენ გადადგამენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















