ბათუმში დღეიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 13:27 | 01.07.2016 ნანახია: 1592
დღეიდან ბათუმში სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საკონკურსო კომისიამ 375 განაცხადიდან 200 ბენეფიციარი შეარჩია, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პრიორიტეტი მიენიჭათ მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველ, დედით ან მამით ობოლ სტუდენტებს, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებსა და სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან. სტუდენტური დასაქმების მიზანია სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლება. სტუდენტებს ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე შეხვდნენ. სტუდენტები მუნიციპალურ ორგანიზაციებში ორ ეტაპად, ივლისსა და აგვისტოში დასაქმდებიან. მათი ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.
სტუდენტური დასაქმების პროგრამაში ჩართვა სტუდენტებს ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე მითაიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ მიულოცეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















