ახმედ ჩატაევის გათავისუფლება საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 12:32 | 01.07.2016
ნანახია: 1762

„ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ წარმომადგენელ ოთარ კახიძის თქმით, ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ტერორიზმში ეჭვმიტანელი ახმედ ჩატაევი გაათავისუფლა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მას ჰქონდა საშუალება გაეუქმებინა ქვემდგომი პროკურორის ის გადაწყვეტილები, რომელსაც არ ეთანხმებოდა. ასევე, შეეცვალა ეს გადაწყვეტილება.

ახმედ ჩატაევის გათავისუფლება ვითომდა მტკიცებულებების არ არსებობის გამო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა,  რის შემდეგაც მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. აღნიშნულზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინსიტრ თეა წულუკიანს აქვს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე