სოფო ნიჟარაძე ახალ კლიპს იღებს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 30.06.2016
ნანახია: 2535

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ახალ კლიპზე მუშაობს. სიმღერა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორები არიან ირინა სანიკიძე და დათო დოიაშვილი. არანჟირება ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს. პროექტის ავტორი კი სტეფანე მღებრიშვილია.

ვიდეო-რგოლის გადაღება უკვე დაწყებულია, რომლის რეჟისორიც ზაზა ორაშვილია.  

მომღერლის იმიჯზე და ვიზაჟზე ქრისტინა რეჯინმა იზრუნა, ხოლო ფოტოსესია ჯიჯი რეჯინს ეკუთვნის. როგორც მომღერალმა განცხადა ახალ კლიპს ქართველი მაყურებელი სულ მალე იხილავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე