მთავრობამ „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცა
საქართველო, თბილისი - 13:04 | 30.06.2016 ნანახია: 2285
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრტატეგია 2025“, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა.
პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს,რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.
კულტურის სტრატეგია 2025 გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ქვეყნისათვის ეკონომიკური და სოციალურო სარგებლის მომტანია.
კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო ფართო საზოგადოება; საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან გაიმართა სულ 53 შეხევდრა (30 თბილისში, 23 რეგიონებში), რომელშიც 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ეთნიკური უმცირესობების, წარმომადგენლები, ასევე სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირები და სხვა ინტერესთა ჯგუფები. შეხვედრების პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები - შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც წერილობით, აგრეთვე სხვადასხვა ელექტრონული რესურსის საშუალებითაც (ვებგვერდი - www.culturepolicy.gov.ge, ელ.ფოსტა, ცხელი ხაზი, სპეციალური ონლაინ კითხვარი და სხვ.)
სტრატეგიის შემუშავების პროცესი ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და
ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ;
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტის გარდა, დამტკიცდება 3 წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.
მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს საზოგადოება გაუწევს.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კულტურის სტრატეგიის განხორციელების შედეგად 2025 წლისთვის საზოგადოებრივი განათლება შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე იქნება დაფუძნებული, კერძოდ მეტი კრეატიული რესურსი იქნება ქვეყანაში, რომელიც ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში; გაიზრდება საზოგადოების, როგორც ბენეფიციარის და როგორც შემოქმედის ჩართულობა კულტურის სექტორში, რაც განაპირობებს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, მიგრაციის შეჩერებას, შემოქმედებითი თუ კულტურული პოტენციალის მოტივაციის გაზრდას, გაჯანსაღებას, რეგიონების ეკონომიკურად გაძლიერებას, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობათა ჯგუფების კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას; გაძლიერდება კულტურის სექტორის სხვა სექტორებთან თანამშრომლობა, აღდგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გამოყენებული იქნება მისი ეკონომიკური პოტენციალი; გაიზრდება კულტურის პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი, კულტურის ექსპორტი; გაძლიერდება შემოქმედებითი ინდუსტრიები და გაიზრდება მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში; საქართველოს კულტურა და შემოქმედება მძლავრად წარმოჩნდება საერთაშორისო ასპარეზზე და გაიზრდება ქვეყნის იმიჯი და ცნობადობა;შესაძლებელი გახდება კულტურის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, კულტურის ინსტიტუტების საკუთარი შემოსავლების ზრდა;გაიზრდება კულტურის სექტორის ეკონომიკური ეფექტი ქვეყნის მდგრად განვითარებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















