ტარიელ ხეჩიკაშვილმა NBA-ს საზაფხულო კემპის მონაწილეები დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 17:58 | 29.06.2016
ნანახია: 1812

ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში NBA-ს საზაფხულო კემპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და ზაზა ფაჩულიამ  NBA-ს საზაფხულო კემპის მონაწილეები დააჯილდოეს. კალათბურთის აკადემიაში გამართულ ცერემონიას საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

აკადემია კემპს ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა და მასში მონაწილეობა სამასმა ბავშვმა მიიღო. კემპი მთლიანად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პატრონაჟით ჩატარდა და მასში მონაწილეობა აკადემიის კალათბურთელებმა მიიღეს. საზაფხულო კემპზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფებიან NBA-ს წარმომადგენლები:

ტროი ჯასტისი - NBA-ს მწვრთნელი. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საერთაშორისო საკალათბურთო ოპერაციების უფროსი დირექტორი.

კალანა გრინი - WNBA-ს მოთამაშე. „მინესოტა ლინქსის“ კალათბურთელი.

ჟარკო ჩაბარკაპა - NBA-ს ყოფილი მოთამაშე. „ფენიქს სანზის“ ყოფილი კალათბურთელი

კემპში ასევე მონაწილეობდნენ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ქართველი და უცხოელი მწვრთნელები და მოქმედი კალათბურთელები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე