იენს სტოლტენბერგი ათათურქის აეროპორტზე თავდასხმას გმობს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 29.06.2016
ნანახია: 1726

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენებრგი თურქეთში განხორციელებულ ტერაქტებს გმობს. სტოლტენბერგის განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“მე მკაცრად ვგმობ საშინელ თავდასხმებს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე. ჩემი ფიქრები გარდაცვლილთა ოჯახებთან, დაშავებულებთან და თურქეთის მოსახლეობასთანაა. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ნატო-ს მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ თურქეთს და ერთიანნი არიან გადაწყვეტილებაში, ებრძოლონ ყველა ფორმის ტერორიზმს”, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოს - თურქეთის უმსხვილეს აეროპორტზე სამმი თვითმკვლელის თავდასხმას, ოფიციალური მონაცემებით, 36 ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე