საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით

საქართველო, თბილისი - 10:17 | 29.06.2016
ნანახია: 1402

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 28 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი და დაშავდა 150-მდე ადამიანი.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 


პოლიტიკა