2016 წლი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მიმართულებით ფრენების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა
საქართველო, თბილისი - 10:10 | 29.06.2016 ნანახია: 1524
ბათუმის მიმართულებით საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.
2016 წლი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მიმართულებით ფრენების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა. გარდა აქამდე არსებული რეგულარული ფრენებისა, დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები სრულდება ისრაელიდან, ირანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. გაიზარდა ჩარტერული ფრენების რაოდენობა ისრაელიდან ბათუმის მიმართულებით, ფრენებს კომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines“ ასრულებს, რომელსაც ემატება ავიკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ ფრენებს თელ-ავივსა და ბათუმს შორის. ახალი ავიაკომპანიები შემოვიდა ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილება დაიწყო ყაზახეთიდან ორმა ახალმა ავიაკომპანიამ „Scat” -მა და „Skybus”-მა ორი დიდი ქალაქიდან - ასტანიდან და აქტაუდან. ივნის-ივლისის თვეში ფრენები ყაზახეთის ოთხი ქალაქიდან - ალმაატადან, ყარაგანდადან, ატირაუდან და კოსტანაიდან შესრულდება. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, დაინიშნა ფრენები არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაც. ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟას მიმართულებით ავიაკომპანია „Air Arabia“ შეასრულებს. ახალი მიმართულებები დაემატა ასევე რუსულ კომპანიას „Ural Airline“-ს, რომელიც ჩარტერულ ფრენებს უკვე ეკატერინგბურგიდან და სამარადან ასრულებს. გასული წლის მსგავსად პოლონეთის ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი “Rainbow Tours” წელსაც აგრძელებს ჩარტერულ ფრენებს. ბათუმის მიმართულებით ივნისი-ივლისის თვეში კვირაში 71 ფრენაა დანიშნული.
საერთაშორისო ფრენებს ბათუმის აეროპორტში ემატება ასევე შიდა ფრენების უპრეცედენტო რაოდენობაც, კერძოდ, 21 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება. ახალი საერთაშორისო და შიდა ფრენები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმისა და ბიზნეს სექტორის განვითარებას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















