კახა კახიშვილი რუმინეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 14:30 | 28.06.2016 ნანახია: 1653სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი რუმინეთის იუსტიციის მინისტრს ალექსანდრა რალუკა პრუნას შეხვდა, რომელიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ასევე, პენიტენციური და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა რუმინელ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველომ ამ კუთხით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.
კახა კახიშვილმა ალექსანდრა რალუკა პრუნას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მინისტრმა სასჯელაღსრულების სფეროში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა, მათ შორის მსჯავრედბულთა დასაქმების ხელშეწყობა. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში, მსჯავრდებულებს პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ დამზადებული ნივთებისა და ნაკეთობების რეალიზაციის საშუალება მიეცემათ.
კახა კახიშვილმა არასაპატიმრო სასჯელების განვითარების მნიშვნელობაზე და ელექტონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ კონტექსში C ჰეპატიტთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამები აღინიშნა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის მეთოდის დანერგვა და დაწესებულებაში მსჯავრდებულთა გარდაცვალების მკვეთრად შემცირებაა.
„რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან საინტერესო გაცნობითი ხასიათის შეხვერდა შედგა. განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესში რუმინეთის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, შევთანხმდით, რომ აუცილებლად გავაფორმებთ მემორანდუმს, რომლის საფუძველზე თანამშრომლების ურთიერთგაცვლით პროგრამას დავიწყებთ. როგორც რუმინეთს, ასევე, საქართველოს სერიოზული გამოცდილება აქვს და მიმაჩნია, რომ სწორედ გამოცდილების ურთიერთგაზიარების შედეგად უფრო მარტივად მივაღწევთ იმ სტანდარტებამდე, რომელიც ორივე ქვეყნის ამოცანაა - ევროპული სტანდარტების დანერგვა და იმპლემენტაცია“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და პენიტენციური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
სასჯელაღსრულების სისტემაზე საუბრისას კი, ალექსანდრა რალუკა პრუნამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიღწევები პრობაციის სფეროში და განაცხადა, რომ ამ კუთხით საქართველო რუმინეთთან შედარებით უფრო განვითარებულია.
"შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთის პენიტენციური სისტემების შესახებ ვისაუბრეთ. დღევანდელი შეხვედრა რუმინეთსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამაშრომლობის გაგრძელების სიმბოლოა. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ რუმინეთის მთავრობა განაგრძობს საქართველოს მხრადაჭერას ევროპულ გზაზე, " -განაცხადა ალექსანდრა რალუკა პრუნამ.
შეხვედრის დასასრულს, კახა კახიშვილმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტს რუმინეთთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის მუშაობის დაწყება დაავალა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















