გიორგი მარგველაშვილი ბერლინში ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 14:09 | 28.06.2016
ნანახია: 1324

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და  ქართულ დელეგაციასთან ერთად 29 ივნისს ბერლინს ეწვევა. გიორგი მარგველაშვილი  ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის  შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან.   

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს  ანგელა მერკელს შეხვდება,  ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდერატის   პრეზიდენტებთან.
საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე