გიორგი ვაშაძეს მისი პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციო განაცხადში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის ათდღიანი ვადა დაუდგინდა
საქართველო, თბილისი - 12:27 | 28.06.2016 ნანახია: 1683
გიორგი ვაშაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, განაცხადში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ვადით შეჩერებულია.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება, ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის/მონაცემების გარდა, პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ახალი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის „განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება“.
გიორგიმ ვაშაძემ საჯარო რეესტრს სარეგისტრაციო განაცხადით 2016 წლის 8 ივნისს მიმართა. პარტიის რეგისტრაციის ვადა 2016 წლის 8 ივლისს იწურებოდა.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სარეგისტრაციო განაცხადს დანართის სახით თან ერთვოდა პარტიის არანაკლებ 1000 წევრის - 1830 წევრის მონაცემები. ამასთან, აღნიშნული საერთო სიის გარდა, წარმოდგენილი იყო პარტიის დამფუძნებელ წევრთა სია, რომელიც 357 პირის მონაცემებს შეიცავდა.
მოქმედი კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, წარდგენილი ყველა დოკუმენტის სისწორეს, მათ შორის პარტიის წევრთა სიას, ამოწმებს. სააგენტოს მიერ აღნიშნული სიის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ წევრთა საერთო სიაში შეყვანილია არა 1830, არამედ 1827 პირის მონაცემი, ხოლო მეორე, პარტიის დამფუძნებელ წევრთა სია ორგანული კანონით განსაზღვრულ მონაცემებს სრულად არ შეიცავს.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ორივე სია ერთმანეთს შედარდა, რის შედეგადაც გამოირიცხნენ ის პირები, რომლებიც ერთდროულად ორივე სიაში ფიგურირებდნენ. საბოლოოდ, საერთო ჯამში პირთა მონაცემების რაოდენობამ 1848 შეადგინა.
აღნიშნული 1848 მონაცემი, რომელიც ხელით შევსებული და ხშირ შემთხვევაში რთულად გასარკვევი იყო, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით სრულად გადამოწმდა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 1848 მონაცემიდან სრულყოფილია 636 მონაცემი, 1212 მონაცემი კი ხარვეზიანია.
ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი პირის მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ხარვეზი აქვს. კერძოდ, ცალკეული რეკვიზიტები - ხელმოწერა, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართი არასრულყოფილად - ზოგ შემთხვევაში შეცდომით, ან საერთოდ არ არის მითითებული. სხვა შემთხვევებში კი მონაცემებში შეტანილია გაუქმებული პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, დუბლირებულია მონაცემები. სიაში ასევე შეყვანილია 1 გარდაცვლილი პირი, ასევე 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 11 არასრულწლოვანი, რითაც დარღვეულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმად პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს აქვს. ამასთან, სიის დიდი ნაწილი შეიცავს პირადობის მოწმობების არასრულ მონაცემებს: რიგ შემთხვევაში არასწორად იყო მითითებული მოწმობის ნომერი. მოქმედი კანონის თანახმად, სიის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს სრული ინფორმაცია პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.
არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, წარმოდგენილი სიები ორგანული კანონით განსაზღვრულ პარტიის წევრთა მინიმალურ ოდენობაზე - 1000 წევრზე ნაკლებს შეადგენს. 1000 წევრამდე სიის შესავსებად პოლიტიკურ გაერთიანებას 364 წევრის სრულყოფილი, სწორი მონაცემი აკლია.
აღნიშნული ხარვეზის შესახებ პოლიტიკურ გაერთიანებას წერილობით ეცნობა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ათდღიანი ვადა. განმცხადებლის მიერ სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაცხადის განხილვის ყველა ეტაპზე მოქმედებს და გააგრძელებს მოქმედებას კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















