სკანდალი! „რესტორანს უმენეჯერეთ, ხელოვნებას თავი დაანებეთ!“ - ანიტა რაჭველი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს უპირისპირდება
საქართველო, თბილისი - 12:12 | 28.06.2016 ნანახია: 2910
ოპერის მსოფლიო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი, სხვა ვარსკვლავებთან ერთად ოპერის სამხატვრო ხელმძრვანელს დავით კინწურაშვილს უპირისპირდება და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. მომღერალი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„გამოვრიცხავ ემოციას და მხოლოდ ფაქტები:.40 დადგმული ბალეტი და მხოლოდ 3 აღმდგარი ოპერა (ისიც არა დადგმული) 37 შტატში გაფორმებული სოლისტი და აქედან მხოლოდ 10-მდე რეალურად დასაქმებული. 335.000 ლარი გადანაწილებული დირექციის 17 კაცზე... როგორც ვითომდა სახელფასო დანამატი (თავად შემოქმედებითი დასიდან კაციშვილს ლარი არ აუღია), არანაირი შიდაგანაწესი, არანაირი წლიური გეგმა, არანაირი თეატრის სტრატეგია, არანაირი სტაჟიორების აღზრდა-დასაქმება და ა.შ და ასეთი სიტუაციის მერე თურმე კიდევ....შეთქმულებას ვუწყობთ თორემ თეატრი როლექსის საათივით მუშაობს. უკვე სახარხაროა მართლაც ეს კომენტარი სატირალი რომ არ იყოს.
ამ ადამიანს ცოცხალი თავით არ სურს სიმართლისთვის თვალებში შეხედვა...
კომენტარი 1. არ შემეძლო დასისთვის მეთქვა გავაჩეროთ ჩვენი საქმე და ვახტანგის კონცერტზე გადაერთეთო. სრული აბსურდი! ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი მას არანაირად არ სთხოვდა ეს დღეს და ხვალ გავაკეთოთო და შე დალოცვილო, დასს ამუშავებ??? რაზე? იქნებ ჩვენც გაგვანდო? არანაირი გეგმა და ცხრილი, ხვალ რა ახალ მიუზიკლურ ღინისძიებაზე ავარდება "პატარა მეფე" კაცმა არ იცის დასში. მით უმეტეს,კაცი გპირდება...თუ დადგამ ალექსი მაჭავარიანის ოპერა "ჰამლეტს" ედინბურგის ფესტივალია დაინტერესებული ამ ოპერითო... და ამაზე ამბობ უარს? რატომ?იმიტომ რომ სამწუხაროდ ბატონმა ვახტანგმა უნდა იდირიჟოროს მამამისის ოპერა და შენ ვერ იქნები "ჰამლეტის" საღამოს მთავარი გმირი?? და თუ არ გსურდა ვახტანგის პროექტი....ბოლობოლო უთხარი პირში და დაამთავრე. რას იბარებ თეატრში, მერე აღარ უშვებ, ყურმილს არ იღებ, ტელეფონს უთიშავ.....რა კატათაგვობანას ეთამაშები ადამიანს?
დალოცვილო,.იქნებ ფილმ "ხარება და გოგიასთვის" ან "ღიმილის ბიჭებისთვის" მაინც გეყურებინა...დაინახავდი რას ნიშნავს საქართველოში კაცობა ,ვაჟკაცობა, ძმაკაცობა, პურის ერთად გატეხვა, გვერდში დგომა და არა ეს ფლიდური და მშიშრული ჟესტები რაც თვისებაა არავაჟკაცური, უმეგობრო და დაკომპლექსებული მარაზმატიკებისა.
კომენტარი 2. ქავთარაშვილს შტატში ვერ ავიყვანდიო....შე კარგო დედმამიშვილო....ვინ გყავს თეატრში დრამატული სოპრანო???? ადამიანი იტალიის სცენებზე მღერის, იქით უნდა ეხვეწებოდე თეატრში სიმღერას...სასწაული შიმშილი გაქვს დრამ.სოპრანოების... 30 კაცს დაუსაქმებლად აჭმევ პურს და მათ კი ვისაც 4 თვეში ერთხელ ასაქმებ... მათ შორისაც არ მოგეძებნება დრამატული სოპრანოები და ცნობილ მომღერალს უმიზეზოდ უარს ეუბნები? ეს კი იმის ბრალია რომ ცნობილი ადამიანი თუ ვარსკვლავი დასში არ გაწყობს... რადგან ის ნაცრისფერი მასა არ გაგიხდება. ის მუშაობას მოგთხოვს, მას პრეტენზია ექნება დონეზე და კრეატივზე, მას ვერ მართავ, ის შენი მონა არ იქნება და აქედან იწყება უარის მიზეზი და არა სხვა ვოკალურ მხარეებში.
კომენტარი 3. ოპერის კომბინატის თემა ბუნდოვანი აღმოჩნდაო. რა სასაცილოა. ბუნდოვანი კი არ აღმოჩნდა....ეს ბატონი დავითის ერთი ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ტრიუკი იყო, რითაც სურდა ხალხის "დაბოლება" თორემ მშვენივრად იცოდა რომ არანაირი კომბინატის ამშენებელი 100 წელი არ იყო. ისევე როგორც არ აქვს თეატრს არც ბუფეტი, არც დამხმარე სარეპეტიციო დარბაზები და არც ნორმალური დონის სამკერვალო საამქრო როგორც არის მიღებული ტოპ თეატრებში.
კომენტარი სარქისიანის ქორწილზე ხომ საერთოდ "შედევრი" იყო.კი, მივეცით ქორწილისთვის "სპექტაკლი" რა იყო ამაში ცუდიო? გადაიხადა კაცმა ფული და ასე ხდება ეს უცხოეთშიცო.
ბატონო დავით, რატომ შეგყავთ საზოგადოება ბილეთების სკანდალის მსგავსად შეცდომაში რომ ასეთი ფაქტები ევროპის თეატრებშიც ხდება??ეს ხომ სრული სიცრუეა? ეს ხომ აბსდურდია? ასეთ ფაქტზე ევროპაში მთელი თეატრის დირექციას გადააყენებდნენ. მაშინ კეთილი ინებეთ და დაასახელეთ ეს თეატრები და მე გადაგიმოწმებთ.
რატომ არ საუბრობთ ფაქტებით? რატომ არ ასახელებთ ამ თეატრებს? ესე იგი ლა სკალას თეატრში ან ვენის შტაატსოპერაში ქორწილის გამართვა ეს მიღებული ფორმაა თუ გადაიხდი?
გრცხვენოდეთ ბატონო დავით ასეთი ფიცხლავი ტყუილისთვის. მაშინ, ნებისმიერი, ვინც გადაიხდის... დაბადების დღეებიც გაამართვინეთ, ერთი იარუსი ბარემ სასტუმროდაც გადააკეთეთ და ნებისმიერ მსურველს ვინც გადაიხდის თეატრის ყველა ასპექტში ხმარება შეეძლება. ეს კი არა... გაქვთ მცდელობა, ეგ შენობა, რადგან საოპერო სპექტაკლებით და რეპერტუარით ვერ ამუშავებთ და შემოსავალი ნულის ტოლფასია.... ასეთი გვერდითი და არალეგალური, არაესთეტიური გაქირავებებით ამოიღოთ ფული და გადააქციოთ ოპერის თეატრი დუქნად და რიტუალების შენობად.რა თქმა უნდა,ეს ხომ უფრო იოლი გზა ვიდრე ვერდის "ტრუბადური" ან პუჩინის "ბოჰემა" დადგმით მოპოვებული თანხები.
აი, ეს არის თქვენი უსუსური არგუმენტები! გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ფართო საზოგადოება რომ ოპერის თეატრს მართავს ერთი შემთხვევითი "გემის კაპიტანი", რომელიც შემთხვევით მოხვდა გემზე, ყოველგვარი ცურვის ცოდნის გარეშე!!!
ეს გადაცემა დასაწყისი ეტაპია, წინ გველის გაერთიანებული კრება ბატონ მინისტრთან ერთად და შემდგომ...თუ სამართლიანობამ არ იზეიმა და კვლავ რაღაც ხრიკებს ექნა ადგილი...ვაპირებთ,მივმართოთ უფრო ზემდგომ პიროვნებებს და კავშირზე ვართ ინტერნაციონალურ წამყვან ტელე პრეს მედიასთან. მსოფლიოს კულტურის გამშუქებელ არხებთან, რომლებიც ჩვენგან პირველ ინფორმაციას და "წითელ ღილაკზე ხელის დაჭერას" ელოდებიან!!! საკმარისია, უკვე ამ ფარსის ატანა და ოპერის უკუსვლაზე საკუთარი თავის დასაძრომი, უნამუსო და უსუსური და უნამუსო არგუმენტების კასკადი!!
ამ ბატონს სინდისიც არ გააჩნია თურმე და ისე ინფორმაციისთვის; ყველაფერი რაც თქვა არის 100% ტყუილი! პრინციპში იმ რეალობაში რომელშიც ახლა ვცხვრობთ ეს მარაზმი არ მიკვირს.
ბატონო დავით,უმიზეზოდ აგორებული არაფერი არ არის! კარგად გამოგივიდათ რუსი ოლიგარქისადმი თეატრის მიქირავების ბიზნესი, იმ ფაქტის დავიწყებით, რომ ეს თეატრი სახელმწიფოა და არა თქვენი კერძო საკუთრება! ხო და გთხოვთ წადით და რესტორანს უმენეჯერეთ, ხელოვნებას და მუსიკას თავი დაანებეთ! ნამუსი იქონიეთ ბოლოს და ბოლოს!!!“, - წერს ანიტა რაჭველი.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















