თინათინ ხიდაშელი: სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 28.06.2016
ნანახია: 1825

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 

მინისტრის თქმით, ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მონური შრომა ნორმალურია.

„სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდგავართ,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოპულისტური და ქვეყნისთვის საზიანო უწოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე