ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ
საქართველო, თბილისი - 18:31 | 27.06.2016 ნანახია: 1596
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დამსწრეებს ბოლო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე, მათ მიმდინარეობასა და ბოლო 35 და 36 რაუნდების შედეგებზე ესაუბრა. დისკუსია ასევე შეეხო კონფლიქტების მოგვარების საკითხში არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი ქალთა ჩართულობის საკითხს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესებში ქალების ჩართულობის გაზრდა, რაც სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს შესძენს და ეხმიანება გაეროს 1325 რეზოლუციის სულისკვეთებას. ასევე, ხშირად კონფლიქტურ რეგიონებში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა ქალები და ბავშვები არიან, ამიტომ სახელმწიფოსათვის მათი დახმარება განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დევნილთა დაბრუნების თემა სამი ფუნდამენტური საკითხიდან ერთერთია და უმნიშვნელოვანესი.
„სამწუხაროდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მუდმივად ხდება დევნილების დაბრუნების თემის პოლიტიზირება სხვა მონაწილეების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ რაუნდზეც მოვახერხეთ და დეტალურად კიდევ ერთხელ განვმარტეთ, რომ დაბრუნების უფლება არის განუყოფელი და ამას ვერც ერთი პოლიტიკური დემარშით ვერ წაართმევენ დევნილ მოსახლეობას. ცხადია, ამაში საერთაშორისო საზოგადოებაც ერთსულოვანია. მაგრამ მნიშვნელოვანია ამ საკითხის პრაქტიკული იმპლემენტაცია და ჟენევის დისკუსიები სწორედ ამისთვის შეიქმნა და არსებობს, რომ ამგვარი ფუნდამეტური საკითხები იქნას განხილული და მიეცეს მსვლელობა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციამ ტრადიციული საკითხების გარდა რამდენიმე პრინციპული საკითხიც დააყენა. კერძოდ კი, 19 მაისს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი და დამნაშავის დასჯის აუცილებლობა იყო ერთერთი წამყვანი თემა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რამდენადაც ოთხოზორიას მკვლელი არ იქნა დაკავებული, რისი მინიმალური მოლოდინიც ჰქონდა, როგორც ქართულ მხარეს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხი და დღის წესრიგში იქნება, სანამ შესაბამის შედეგი არ იქნება მიღწეული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრას, რომელიც გალში 6 ივლისს არის ჩანიშნული. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორის მექანიზმების ამოქმედება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონში ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, გადაადგილების შეზღუდვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების საკითხებიც.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში როგორც დევნილების დაბრუნების, ასევე გალში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების თემა ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ცენტრალურ საკითხებად რჩება, სანამ შესაბამის შედეგი არ იქნება მიღწეული.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაში ასევე მონაწილება მიიღეს პრემიერ მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















