პრეზიდენტი: მერაბიშვილის შეწყალებას არ განვიხილავ

საქართველო, თბილისი - 18:14 | 27.06.2016
ნანახია: 1871

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა.
„ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციიდან და პასუხი არის ძალიან ნათელი, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე