პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი თავიდან წარადგინა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 27.06.2016
ნანახია: 1356

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი თავიდან წარადგინა. 

„დღეს მსურს გავაკეთო განცხადება იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული პერიოდია მიმდიანარეობს, რამდენიმე თვის წინ წარვადგინე სამი მოსამართლის კანდიდატურა, და მოხდა ისე, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატურები, ეს არის განსაკუთრებით პრობლემური, სამივე კანდიდატურა არის უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი და პარლამენტში არცერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა, ბუნებრივი იყო რომ დამტკიცებულიყვნენ, რთულ ვითარებაში არის ჩვენი უზენაესი სასამართლო, სადაც ვეღარ ფუნქციონირებს სისხლის სამართლის კოლეგია, მსურს მოვუწოდო პარლამენტს მიიღოს მხედველობაში ეს ვითარება და სერიოზულად იმსჯელოს. ჩვენ ვაწარმოეთ კონსულტაცია და დღეს ხელახლა წარვადგენ ქალბატონ თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიატურებს. ჩემი მზაობა, მხარი დავუჭირო მათ, კიდევ უფრო მტკიცეა", - განაცხადა პრეზიდენტმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე