13 ივლისს, "Check in Georgia"-ს ფარგლებში ბათუმში „A'STUDIO“-ს კონცერტი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:15 | 27.06.2016 ნანახია: 2622
„A'STUDIO“-ს მორიგი კონცერტი საქართველოში. ცნობილ ჯგუფს ამჯერად ბათუმი მასპინძლობს. კონცერტი 13 ივლისს, 20 საათზე ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, პროექტ "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია www.tkt.ge-ზე უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება 35 ლარიდან 130 ლარამდეა.
„A'STUDIO“-ს წელს საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს, ჯგუფმა 10 მაისს კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის შემდეგ, ჯგუფი ბათუმში მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება ამიტიმ „A'STUDIO“ ამ კონცერტისთვის აქტიურ მზადებაშია.
კონცერტის შემდეგ Afterparty-ს მასპინძლობს კაზინო Hilton-ი, რომელიც კონცერტის თანაორგანიზატორია.
„A'STUDIO“ ყაზახეთში დაფუძნებლი პოპ-მუსიკალური ჯგუფია. ის 1982 წელს ვლადიმირ მიკლოშიხის (ბასისტი), ბაიგალი სერკებაევის (პიანისტი), ბაგლან სადვაკასოვის (სოლო გიტარა) და ბატირხან შუკენოვის (ვოკალისტი და საქსაფონისტი) მიერ შედგებოდა. ჯგუფს თავდაპირველად "ალმა-ატა სტუდიო" ერქვა, ხოლო მოგვიანებთ სახელწოდება შემოკლდა და დაერქვა „A'STUDIO".
1989 წელს, „A'STUDIO“-ს სიმღერა "ჯულიამ" რუსი მომღერლების ალა პუგაჩოვას და ფილიპ კირკოროვის ყურადღება მიიპყრო. პუგაჩოვამ ჯგუფი ყოველწლიურ საახალწლო შეკრებაზე მიიპატიჟა და წარადგინა როგორც საბჭოთა კავშირის საუკეესო ბენდი.
ამის შემდეგ სიმღერაც და ჯგუფიც ძალიან პოპულარული გახდა მთელს საბჭოთა კავშირში.
2000 წელს, ჯგუფი შუკენოვმა დატოვა და სოლო კარიერა განაგრძო, ხოლო „A'STUDIO“-მ საზოგადოებას ახლი ვოკალისტი, პოლინა გრიფიტი წარუდგინა. ბენდმა გამოუშვა პოლინასთან ერთად ჩაწერილი რამდენიმე სინგლი, მათ შორის სიმღერა "S.O.S", რომელიც U.K. Singles Chart-ში მოხვდა და 64 ადგილი დაიკავა, რითაც პოპულარობა მოიპოვა ევროპასა და აშშ-ში.
2004 წელს ჯგუფი პოლინა გრიფიტმაც დატოვა და ასევე სოლო კარიერა განაგრძო. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ჯგუფში ახალი სოლისტი, ქართველი ქეთა თოფურია. ქეთასთან ერთად ჯგუფმა ისეთი პოპულარული სინგლები ჩაწერა როგორიც "Улетаю", "Ты", "Ночь-Подруга". სიმღერა "Улетаю" მოკლე ხანში იქცა პოსტ-საბჭოთა სივრცის ჰიტად და ჯგუფს პოპულარობის ახალი ტალღა მოუტანა.
თუმცა აღნიშნულ წარმატებას მოჰყვა ტრაგედია. 2006 წლის 2 აგვისტოს, საავტომობილო ავარიის შედეგად, ჯგუფის წევრი ბაგლან სადვაკასოვი გარდაიცვალა. მისი ადგილი ჯგუფში ბაგლანის 17 წლის ვაჟმა ტამერლან სადვაკასოვმა დაიკავა. მოგვიანებით, როდესაც უმცროსმა სადვაკასოვმა, ჯგუფი, სწავლის გაგრძელების მიზნით დატოვა, ბენდს ახალი სოლო-გიტარისტი ფიოდორ (ფედერიკო) დოსსუმოვი შეემატა.
90-ანი წლების მეორე ნახევრიდან, „A'STUDIO“ მუშობდა ცნობილ ბრიტანელ პროდიუსერ გრეგ უოლშთან ერთად.
1988 წლდან „A'STUDIO“-მ გამოუშვა 13 ალბომი, მათ შორის 10 სტუდიო, 2 ლაივი და 1 საკოლექციო ალბომი.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















