ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 17:12 | 27.06.2016
ნანახია: 1929

”ანა დოლიძე დღეიდან საპარლამენტო მდივნის ფუნციას იტვირთავს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. 
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება.
”ანა დოლიძე დღეიდან საპარლამენტო მდივნის ფუნციას იტვირთავს. პირველივე მისი დავალება და საქმიანობა დაკავშირებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებასთან. ქალბატონი ანა შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები, რომ მიიღოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”, - განაცხადა პრეზიდენტმა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე