საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 27.06.2016
ნანახია: 1517

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, საკითხი თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას შეეხება, რომლის თანახმადაც სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაუქმდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არც პრეზიდენთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან ეს საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის მიერ თანამდებობიდან გადადგომისა და მის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის შესახებ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე