მაგდა პაპიძემ ციხის და ღუდუშაურის ექიმების დასკვნები გაასაჯაროვა
საქართველო, თბილისი - 13:52 | 27.06.2016 ნანახია: 2088
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ციხის და ღუდუშაურის ექიმების დასკვნები წაიკითხა.
ბრალდებულის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა, მისი თხოვნით, პროკურატურიდან დაზიანებების დამადასტურებელი დასკვნები გამოითხოვა.
"22 დეკემბერს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემასახლეს შემამოწმა მორიგე ექიმმა. მთელ სხეულზე აღმომაჩნდა სისხლნაჟღენთები და დაზიანებები, რომელიც ექიმმა დასკვნაში აღწერა. კერძოდ - ბეჭებზე, მხრებზე, მუცელზე, ბარძაყზე, მუხლზე, ხელებზე დაზიანებები და სისხლნაჟღენთები. ექიმმა ეს დასკვნაში დაწერა. ღუდუშაურის ექიმმაც ზუსტად ის დაზიანებები აღწერა, რაც ციხის ექიმს ჰქონდა დაფიქსირებული. მისი დასკვნით, დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნით არის მიყენებული და დაკავების თარიღს არ ეწინააღმდეგება. რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ",- მიმართა განსასჯელმა მისი საქმის გამომძიებელს, რომელიც ამ წუთებში მოწმის სტატუსით ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით იკითხება.
გამომძიებლის განმარტებით, პაპიძე დაკავებისას არავის უწამებია. დაზიანებები კი შესაძლოა, მკვლობის ღამეს, დანაშაულის ჩადენისას და კვალის წაშლისას მიიღო.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სამხარაულის ექსპერტ-ქიმიკოსი, რომელმაც ავტომანქანიდან, ტანსაცმლიდან, თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების, ასევე მაგდა პაპიძის ფრჩხილების ფრაგმენტებიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















