ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გადაიდო

საქართველო, თბილისი - 12:42 | 27.06.2016
ნანახია: 1488

ევროპარლამენტი 28 ივნისს საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხს განიხილავს. საგანგებო შეხვედრის გამო ევროპარლამენტში დღეს, 27 ივნისს ჩანიშნული კომიტეტების სხდომები გადაიდო.

მათ შორის გადაიდო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში

გასულ კვირას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა მარია გაბრიელმა წარადგინა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტი. მან  სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე