„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა
საქართველო, თბილისი - 20:10 | 26.06.2016 ნანახია: 2406
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.
პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვით პრემიერ -მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მან განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და მონაწილეობაზე გაამახვილა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენ, შემართულ ახალგაზრდას ვხედავ და კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, „ქართული ოცნების" თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ახალგაზრდების ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს ქვეყნის საუკეთესო, პროგრესული ნაწილი უწოდა. კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი კონსოლიდაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო იმ ტრაგედიის დროს ნათელი იმედის სხივი.
„ თქვენ, ჩვენი პარტიის ახალგაზრდები ხართ ის ძალა, ის საიმედო რესურსი,რაც მომავალში იქნება პოლიტიკური სპექტრისფორმირების ერთერთი ქვაკუთხედი. თქვენ ხართ მომავალი არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ იმ პოლიტიკური თანამედროვე სტილის,რაც ჩვენი საერთო მონდომებით ამ ქვეყანაში გახდება სტანდარტი და ჩაანაცვლებს გამარგინალებულ , ან წარსულში ჩარჩენილპოლიტიკურ სეგმენტს. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ თანამედროვე, განათლებული, ევროპულად მოაზროვნე და მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმების მქონე საქართველოს პატრიოტები!", - დასძინა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ახლადარჩეულმა თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ ნდობის გამოცხადებისთვის შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო „ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების" ხელმძღვანელი ევინ ინკისი, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















