ალექსი პეტრიაშვილმა დაანონსდა ‘’სახალხო კამპანია’’ ლოზუნგით - სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს
საქართველო, თბილისი - 15:34 | 24.06.2016 ნანახია: 1583
‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც დაანონსდა ‘’სახალხო კამპანია’’ ლოზუნგით - სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს. ეს არ არის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ აქცია ეს არის სახალხო აქცია, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
,,თავისუფალი დემოკრატები’’ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ. ეს იქნება ,,სახალხო კამპანია“ , რომელიც საქართველოს ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ქუჩას და ოჯახს შეეხება. ეს არ არის თავისუფალი დემოკრატების აქცია, ეს არის სახალხო აქცია. სამშობლოს სამსახური არ უნდა ისჯებოდეს და ეს მნიშვნელოვანია! ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
დღეიდან თავისუფალი დემოკრატების რაიონულ თუ საქალაქო ყველა ოფისში თქვენ შეგეძლებათ მიხვიდეთ და ხელი მოაწეროთ პეტიციას, ამასთანავე პარტიის ლიდერები ვიწყებთ ქუჩის კამპანიას - ,,თავისუფლება ჯარისკაცებს". ჩვენ მივალთ თითეულ მოქალაქემდე.... საქართველოს ასიათასობით მოქალაქე მოაწერს ხელს პეტიციას. ასევე, დღეს წარმოგიდგენთ ელექტრონულ პეტიციას, რომლის შევსება ნებისმიერ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იმყოფება საქართველოში, ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში.
მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პეტიციაზე ხელის მოწერის შესაძლებლობა ექნება ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ქვეყნის სამსახური არ ისჯება. ,,თავისუფალი დემოკრატები’’ პრეზიდენტს გადაუგზავნით ხელმოწერილ პეტიციას, რათა მან კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და ე.წ. კაბელების საქმეზე უკანონოდ დაკავებული პატიმრები შეიწყალოს.
,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















