NDI - მოქალაქეთა 66 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 12.10.2015
ნანახია: 1861

NDI-ს გამოკითხვების მიხედვით მოქალაქეთა მხოლოდ 34 პროცენტი მიიჩნევს თავს დასაქმებულად. 66 პროცენტი კი დაუსაქმებლად მიიჩნევს თავს. ეს მონაცემები გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

მათ, ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 39 პროცენტი უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 24 პროცენტი პენსიონერია და არ ეძებს სამსახურს, 12 პროცენტი - დიასახლისია, 7 პროცენტი - უმუშევარია და არ ცდილობს სამსახურის პოვნას. 

გამოკითხულთა 80 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი ქალაქი ან სოფელი სათანადო დასაქმების შესაძლებლობას არ იძლევა.  18 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 

NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის დროს 4 ათას 500-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. მონაცემები 2015 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე