მატეო რენცი: დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ ევროპა უნდა გახდეს უფრო ჰუმანური და სამართლიანი

საქართველო, თბილისი - 12:46 | 24.06.2016
ნანახია: 1245

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ევროპამ ცვლილებები უნდა განიცადოს იმისთვის, რომ გახდეს უფრო ჰუმანური და სამართლიანი. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.

“ჩვენ უნდა შევცვალო ის, რომ გახდეს უფრო ჰუმანური და სამართლიანი, თუმცა ევროპა ჩვენი სახლია. ის ჩვენი მომავალია”, - განაცხადა მატეო რენციმ.

მატეო რენციმ დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე