დიმიტრი ქუმსიშვილი: მთის კურორტების განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
საქართველო, თბილისი - 11:41 | 24.06.2016 ნანახია: 1493
ახალ გუდაურშიუმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობადაიწყება - შესაბამის მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ მოეწერა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
„მთის კურორტების განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩატარებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ თუ დღეს მთის კურორტები ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის გენერაციას ახდენს, სრულიად მარტივად არის შესაძლებელი, ეს ციფრი ავიდეს 300 მილიონ დოლარამდე, რაც შესაბამისად მოითხოვს ინვესტიციებს, ახალ საწოლ ადგილებს და ახალი სერვისების მიწოდებას. ჩვენ კანადურ კომპანიასთან ერთად გავაკეთეთ გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა, სადაც მოქცეულია ის მიწის ნაკვეთიც, რომელზეც კომპანია „რედკო“ აპირებს პროექტის განხორციელებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს ტერიტორია არ განვითარდება ქაოტურად, არამედ ერთიანი, გეგმაზომიერი მიმართულებით განვითარდება, რაც, საბოლოო ჯამში, სასიკეთო იქნება გუდაურში დამატებითი ღირებულების შექმნისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომპანია „რედკომ“ 2016 წლის მაისის თვეში შეიძინა 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ახალ გუდაურში, რომელზეც უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობას და 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალი გუდაურის გენერალური გავითარების გეგმა შემუშავდა მსოფლიოში ცნობილი სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავი კანადური კომპანია „ეკოსაინის“ მიერ. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 10 ჰექტარის განაშენიანებას. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი საწოლით უზრუნველყოფს.
ახალი გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამდენიმე 2, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები, შეიქმნება დამატებითი დასვენებისა და გასართობი ინფრასტრუქტურა - ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები,მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო. ასევე კურორტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ავტოსადგომების სისტემებით (მიწისქვეშა და მიწისზედა), რომლებიც 1600-ზე მეტ ავტომობილს დაიტევს. გარდა ამისა, „რედკოს“ წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიამმიიღო წინასწარი თანხმობა „Starwood Hotels and Resorts Worldwide“-საგან, რიმლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების - “Sheraton”-ისა და “Four Points by Sheraton”-ის სასტუმრობი გაიხსნება.
დღეის მდგომარეობით, ახალ გუდაურში, კომპანია „რედკოს“ მიერ დასრულებულია და ოპერირებს 3 აპარტოტელი, რამოდენიმე რესტორანი და სპა ცენტრი. ამასთან, 2016-2017 ზამთრის სეზონისთვის დასრულდება კიდევ ერთი აპარტოტელი, ხოლო 2017 წელს კომპანია „რედკო“ ახალ გუდაურში „Radisson Blu“-ს ბრენდის სასტუმროს გახსნის, რისთვისაც დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა მასტერპლანმა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ. მისი განცხადებით, სახელმწიფო უახლოეს დღეებში იწყებს გუდაურის წყალსადენის და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას, რაც გუდაურის ისტორიაში პირველად შექმნის საკმარისი წყლის დებეტს. 2016 წლის ზაფხულში გუდაურში კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება, ასევე შეიქმნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია კურორტის განვითარებისთვის.
ინფორმაციისთვის:გუდაური ზაფხულშიც აქტუალურია ტურისტებისთვის. კურორტზე, საერთაშორისო დონის 5000 მეტრიანი სიგრძის ველობილიკიამოწყობილი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. ველობილიკის მშენებლობა სლოვენიურმა კომპანია „ალიანსმა“ განახორციელა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში გუდაურშისაკმაო პროგრესია: ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. მრავალდჯერადი ბილეთების მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.
გუდაურის ისტორიაში წლევანდელი სეზონი საუკეთესო იყო. 2015-2016 წლებში კურორტზე 201821 ვიზიტორი დაფიქსირდა. გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის მომატებული, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 63 %-ით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















