საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ საქმეს
საქართველო, თბილისი - 10:58 | 24.06.2016 ნანახია: 1800
საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო მომდინარე სასამართლო დავას. მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს რამდენიმე საკითხის დეტალურ შესწავლას იმის დასადგენად, სასამართლო განხილვის პროცესში ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას
ამჯერად გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 22 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხარეებს ჩასაბარებლად გაუგზავნა დღეს კი ოფიციალური განმარტება გააკეთა..
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად ადგენს:
„თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.“
მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოცხადდა 10 ივნისს. შესაბამისად, მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს არა უადრეს 30 ივნისისა და არაუგვიანეს 10 ივლისისა და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. ხოლო, თუ ამ ვადაში მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21–დღიანი ვადის ათვლა დაიწყება 30–ე დღიდან (მოცემულ შემთხვევაში 10 ივლისიდან).
სამოქალაქო დავებზე გადაწყვეტილებათა ჩაბარების მოქმედი წესი 2010 წლის 15 დეკემბრის კანონით თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში ამოქმედდა, ხოლო 2012 წლის 1 აპრილიდან – ყველა სასამართლოში. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებები განპირობებული იყო სწრაფი და ეკონომიური მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებით. ეკონომიური მართლმსაჯულება მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს, რომ სასამართლო რაიმე ფინანსურ რესურსს სამოქალაქო დავებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩასაბარებლად არ გამოყოფს, გარდა ორი საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება ეგზავნებათ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებულ პირებსა და პატიმრობაში მყოფ იმ პირებს, რომლებსაც არ ყავთ წარმომადგენელი. სწორედ ამ გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელობს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით და აგზავნის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების სასამართლოს შეხედულებისამებრ გაფართოება კანონით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ქმედება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–12 დღეს მხარისათვის მის გაგზავნასა და ჩაბარებას გულისხმობს, არ შეესაბამება კანონს. გარდა ამისა, სახალხო დამცველისათვის არაა ცნობილი ისეთი შემთხვევა, როდესაც, სასამართლომ ისე განმარტა და გამოიყენა კანონი, როგორც ამ განსახილველ საქმეში. დაუშვებელია სასამართლომ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით შექმნას შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა, ამოიკითხოს საკუთარი უფლებამოსილება კანონს მიღმა და გამოიყენოს ის სელექციურად და დაუსაბუთებლად.
როგორც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიუთითებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადრეულ ეტაპზე ჩაბარებულად მიჩნევა აზიანებს მათ იმ ინტერესს, რომელიც სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათსავე საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ კანონში მითითებულ დროის შუალედში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა), სასამართლოს მზად უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება, ხოლო მხარე თავად წყვეტს როგორია მისი დაცვის სტრატეგია, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად თუ არა, ვადის პირველივე დღეს წარადგენს საკასაციო საჩივარს თუ ბოლო დღეს. დაუშვებელია მხარის ამ არჩევანში სასამართლოს ჩარევა და მხარის ნების ჩანაცვლება სასამართლოს მიერ გამოხატული ნებით.
საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო შესაბამისი საკასაციო საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელებს კანონის ნორმებით და შესაბამის შეფასებას მისცემს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ ქმედებას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















