უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია, რომელიც აკეთებს იმ შენობის დიზაინს და კონცეფციას, სადაც ერთიანი სერვისცენტრი განთავსდება
საქართველო, თბილისი - 16:50 | 23.06.2016 ნანახია: 1525
23 ივნისის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგია,“ რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით შეიმუშავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. ამ თემაზე დღეს ჟურნალისტებთამ კომენტარი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა:
„ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ წუთის მდგომარეობით, უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია, რომელიც აკეთებს იმ შენობის დიზაინს და კონცეფციას, სადაც ერთიანი სერვისცენტრი განთავსდება ბიზნესის წარმომდგენლებისთვის. ასევე მიმდინარეობს ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება. მინდა ავღნიშნო, რომ ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება ესტონეთის მთავრობა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ფარგლებში“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის პროექტის მომზადება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განახორციელა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ბიზნეს სექტორისთვის გაწეული ყველა მომსახურების აღწერა და ანალიზი. ამის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არსებობს 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი, რომელიც განკუთვნილია ბიზნესსექტორის მომსახურებისთვის. შესაბამისად, ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ყველა ეს სერვისი მოექცევა ერთ სივრცეში - ერთ შენობაში და ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროექტი მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიზნესსექტორს მათთვის საჭირო სახელმწიფო სერვისებზე წვდომას, რაც, თავისთავად, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ბიზნესსექტორს აწვდის რაიმე სახის სერვისსა და მომსახურებას.
გარდა სერვისებისა, ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე გახდება სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის, მათ შორის პოტენციური ინვესტორების შეხვედრისა და ურთიერთობის ადგილიც.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფისა და ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის ანალიზი, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოში ყველა წინაპირობა არსებობს მაღალი ხარისხის (“state of art”) ელექტრონული სერვისების შექმნისთვის.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სწრაფი, პროცესისის ინიცირებისთვის ბიზნესის წარმომადგენელისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია იყოს მინიმალური, ხოლო სერვისები მუშაობდეს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.
„ასევე შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი „მხოლოდ ერთხელ“ (Only Once ), რომლის მიხედვით სახელმწიფო უწყებებს, საბოლოო ჯამში, ექნებათ უფლება მხოლოდ ერთხელ მოთხოვონ კერძო სუბიექტს ინფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს ერთხელ მაინც აქვს თავის თავზე მიწოდებული ინფორმაცია, სახელმწიფო უწყებები ვალდებულები იქნებიან ეს ინფორმაცია ერთმანეთის შიგნით მოიძიონ, რაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საოპერაციო დანახარჯებს. ასევე შემოდის ახალი მოთხოვნა „უპირობოდ ციფრული“ (Digitaly by Default), რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, მოახდინონ მათთან არსებული ყველა სერვისის თანმიმდევრულ ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ერთიან სივრცეში მოქცეული სერვისების წარმატებით ფუნქციონირებისთვის მოძიებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები, აშენდება შენობა, შეიქმნება ვებ-პორტალი და ყველა პირობა იმისთვის, რომ ბიზნესმა მარტივად და სწრაფად მიიღოს სახელმწიფოსგან მისთვის საჭირო ყველა მომსახურება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















