„ბორჯომი“ ისევ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პარტნიორია
საქართველო, თბილისი - 11:18 | 23.06.2016 ნანახია: 2843მინერალური წყალი „ბორჯომი“ უკვე მეექვსე წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორია.
დღეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ქალაქ ბორჯომში გაიმართა და მას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა. თავდაპირველად სტუმრები ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ და მსოფლიოში სახელგანთქმული მინერალური წყლის წარმოების პროცესს გაეცნენ, რის შემდეგაც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები: ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, ანატოლი ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი, ნიკა მეტრეველი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შარაბიძე, ბესიკ ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, გიორგი გოგობერიძე და ასევე მწვრთნელები კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ესწრებოდნენ. მემორანდუმის თანახმად, „ბორჯომი“ 2016 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების პარტნიორი იქნება.
„ეს არის სახელმწიფოს, ფედერაციის და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი სპორტსმენების წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ბორჯომს და მის ხელმძღვანელებს. მათ არა მარტო კალათბურთისთვის, არმედ ზოგადად ქართული სპორტისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აქვთ გაკეთებული. გვჯერა, რომ ქართველი კლათბურთელები მომავალში არაერთი გამარჯვებით გაგვახარებენ. წარმატებას ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს“, აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„ბორჯომის“ ბრენდი საქართველოს საექსპორტო გაყიდვების ფლაგმანია და გარკვეულწილად ვალდებულებადაც კი ვთვლით თავს, რომ გვერდში დავუდგეთ გუნდს, რომელიც ჩვენი ბრენდის მსგავსად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას მთელს მსოფლიოში. მიხარია, რომ დღეს ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში, პირადად ვმასპინძლობ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ჩვენს საამაყო კალათბურთელებს. მინდა, წარმატება ვუსურვო მათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველანი ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს“, აცხადებს კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე.
,,საერთაშორისო ასპარეზზე "ბორჯომის" მინერალური წყალი ყოველთვის საქართველოს სახელთან ასოცირდება, ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ ეს ცნობილი კომპანია კვლავ ჩვენი გენერალური პარტნიორი იქნება. იმედი გვაქვს, კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ნაკრები ქართულ ბრენდთან ერთად კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს მთელ ევროპაში', განმარტა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.
ევრობასკეტ 2017-ის შესარჩვი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის, რის შემდეგაც 3 სექტემბერს სლოვაკეთში ითამაშებს, ხოლო 7-ში მონტენეგროს უმასპინძლებს.
შესარჩევი ეტაპის მეორე წრეში ქართველები 10 სექტემბერს ალბანეთში ითამაშებენ, 14-ში სლოვაკეთს უმასპინძლებენ, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩს 17 სექტემბერს მონტენეგროში გამართავენ. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირი გზით მოიპოვებს ევრობასკეტ 2017-ის საგზურს, ხოლო შესარჩევი ეტაპის 7 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















