ივანიშვილი ჩვენზე ძალადობის გარეშე რუსთავი 2-ის შენობაში ვერ შემოაღწევს - ჩერგოლეიშვილი

საქართველო, თბილისი - 00:08 | 23.06.2016
ნანახია: 1686

ბიძინა ივანიშვილი ჩვენზზე ძალადობის გარეშე რუსთვი 2ის შენობაში ვერ შემოაღწევს, ამის შესახებ "ტაბულას" დირექტორმა ჩამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა. 

"ცირკი, რომელიც სასამართლოში გაიმართა, სასამართლო არ არის. მას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, ყველა იურისტი თანხმდება ამაზე ფაქტოობრივად, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სამსახურში არიან. ჩვენ გვაქვს გეგმა, უარესი სცენარისთვისაც მზად ვართ და უკეთესი სცენარისთვისაც. მოგეხსენებათ, საქმე არის საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან მაღალი ფასის გარეშე, კონკრეტულად ჩვენზე ძალადობის გარეშე შემოაღწიოს ამ შენობაში", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე