„პროკურატურამ დაადასტურა, რომ ის არის ივანშვილის სამსახური" - ნიკა მელია კიწმარიშვილის საქმეზე

საქართველო, თბილისი - 14:11 | 22.06.2016
ნანახია: 1661

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები, რომელთა დაყრდნობითაც უწყებამ ეროსი კიწმარიშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა და დახურა, უსუსურია.

„სამწუხაროდ პროკურატურამ  ყველა ის ეჭვი დადასტურა, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა დღიდან ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისა. მთავარი არგუმენტი, რამაც პროკურტურა თვითმკვლელობის ვერსიამდე მიიყვანა და ამის საფუძველზე საქმე დახურა, არის ბოლთას ცემა სადარბაზოში. ბოლთას ცემს დღეს საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში, ნახევარი ქვეყნის მოსახლეობა და კრედიტი აქვს ამ ქვეყნის 60 %.

ვფიქრობ, ესაა ძალიან სუსტი მტკიცებულება და ამას რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერებს. ამით პროკურატურამ დაადასტურა, რომ ის არა სახელმწიფო ინსტიტუცია, არამედ ერთი ადმიანის - ივანიშვილის სამსახურია,  რომელიც სხვათაშორის, ობიექტური გამოძიების ფარგლებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკითხული“, განაცხადა ნიკა მელიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე