პრემიერ-მინისტრმა შსს-ს კარიერული განვითარების ფორუმის მონაწილეებს მიმართა
საქართველო, თბილისი - 13:10 | 22.06.2016 ნანახია: 1738
მივესალმები თქვენს სურვილს, თქვენი კარიერა დაუკავშიროთ ადამიანების უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კარიერული განვითარების ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს.
ფორუმში 13 უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 200-მდე სტუდენტი მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და მის გუნდს ფორუმის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც ასეთ ახალგაზრდებს ვხედავ, ოპტიმიზმით ვივსები. დღეს ძალიან სასიამოვნო დღეა. ეს არის ერთგვარი ღია კარის დღე პოლიციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ახალგაზრდებისჩართულობა რეფორმებისა და ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნის მომავალის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შეძლებენ. ამას ემსახურება ეს პროცესი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებების პროცესში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მინდა, გისურვოთ წარმატებები,მინდა შსს-ს ვუსურვო ბევრი წარმატება, რადგან თქვენს წარმატებაზე არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში, რაც არის უზენაესი მიზანი ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვისდა ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, ეს მიზანი ვერ მიიღწევა.
პრემიერმა წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და მიესალმა შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას, გაიზარდოს აკადემიის დაფარვის და ფუნქიონირების მასშტაბი და ისსაერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდეს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავრობას, განათლების მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.
„განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სფერო ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი. სწორედშსს-სა და პოლიციის აკადემიის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის ძალიან თამამი და ჩვენი მხრიდან ამ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა, ფორუმში მონაწილე დეპარტამენტების კუთვნილი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა, ასევე მიიღო ინფორმაცია შსს-ს აკადემიაში სწავლების პროცესის - მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტების ამოცნობის შესახებ. პრემიერმა მოისმინა პრეზენტაცია დისტანციური სწავლების შესახებ და, ახალი პროგრამის მეშვეობით, რეგიონებში მყოფ კურსანტებს გაესაუბრა. იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირი და აკადემიის საცურაო აუზი, გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი მღებრიშვილმა ერთად დაათვალიერეს. პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე, შეიარაღებული პირის დაკავების იმიტირებული პროცესიც გაიმართა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















