თბილისში ყველაზე მეტი გულშემატკივარი გერმანიის ნაკრებს ყავს

საქართველო, თბილისი - 12:29 | 22.06.2016
ნანახია: 1938

საფრანგეთში უკვე 10 დღეა რაც საფეხბურთო ჩემპიონატი EURO 2016 მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში დამთავრდება ჯგუფური ეტაპი და გაირკვევა თუ რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები გავლენ შემდეგ ეტაპზე – მერვედ ფინალში.

ეისითიმ ჩემპიონატის დაწყებამდე ონლაინ კვლევა ჩაატარა, იმის შესახებ თუ თბილისის  მოსახლეობის რა ნაწილი აპირებდა ჩემპიონატის ყურებას, ვის გულშემატკივრობდნენ და რა პროგნოზებს აკეთებდნენ თბილისელები.

აღმოჩნდა, რომ თბილისელი ქალების 73% ხოლო კაცების 90% გეგმავდა თამაშების ყურებას. მოასპარეზე ქვეყნებიდან ყველაზე ბევრი გულშემატკივარი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს გერმანიას (29%) და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს (28%) აღმოაჩნდა, თუმცა ქალების ყველაზე დიდი ნაწილი (43%) ესპანეთის ნაკრებს ქომაგობს.

ჩემპიონატის მაყურებლების მესამედზე მეტს (38%) მიაჩნდა, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანია გახდებოდა, რომელიც ამჟამად ჟგუფის პირველ ადგილზე იმყოფება. მსგავსი მოლოდინი ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრებისგან მოსახლეობის მხოლოდ 1/10-ს ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის გამარჯვება ტოტალიზატორებმა ყველაზე მაღალ ალბათურად მიიჩნიეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე მოსახლების 36%-ს მიაჩნდა, რომ ბომბარდირი პორტუგალიელი ფორვადი, კრისტიანო რონალდო გახდებოდა, თუმცა პირველ ორ თამაშში მას გოლი საერთოდ არ გაუტანია.

2222

*კვლევა ჩატარდა 2016 წლის ივნისსში და გამოიკითხა თბილისის 200 მაცხოვრებელი. კვლევის ცდომილება არ აღემატება 5.5%-ს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე