"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 12:23 | 22.06.2016
ნანახია: 1299

თავისუფალი დემოკრატები კანონის დარღვევით, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ ხელისუფლბას. მუნიციპალიტეტებში დანამატებსა და პრემიებზე გახარჯულ თანხებთან დაკავშირებით პარტიაში დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს.

პარტიის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა, აუდიტის სამსახურს მიმართა და ფაქტების სასწრაფოდ გადამოწმებისკენ მოუწოდა.

“მე მივმართავ საქართველოს კონტროლის პალატას, აუდიტის სახელმწიფო სამსახურს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტების შემოწმება. ადამიანები, რომლებიც ხელს აფათურებენ ქურდულად ჩვენი მოსახლეობის ჯიბეში, უნდა იყვნენ სასტიკად დასჯილები და განდევნილები ამ მუნიციპალიტეტებიდან. ეს არის სამარცხვინო მოვლენა და ქართულ ოცნებას მოუწევს ამაზე პასუხისგება,“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე