თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 17:37 | 21.06.2016
ნანახია: 1454

თბილისის მერია ალექსიძის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,თბილისის მერია დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ალექსიძის ქუჩა N1-ში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს სთავაზობს. ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგა, თბილისის მერია ალექსიძის ქუჩის დასაწყისში მაღალსართულიანი კორპუსის ნაცვლად გამწვანებული ტერიტორიის გაშენებას გეგმავს.

დედაქალაქის მერია მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ალექსიძის N1-ში სკვერს მოაწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე