დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციის დელეგაციას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:05 | 21.06.2016 ნანახია: 1714საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძინგსის პროვინციის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას, რომლის წევრებიც ჩინეთის მსხვილი კერძო საინვესტიციო და სახელმწიფო კომპანიების პირველი პირები არიან ძინგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი ხელმძღვანელობს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დღეს ძიანგსის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოსა ბიზნეს კლიმატს. ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ინვესტიცია განახორციელოს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთაშორისო, მსხვილმაშტაბიან პროექტებს და სამომავლო გეგმებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსისპრივნციის ვიცე გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით საგანელიძესთან ხვალ დაგეგმილი საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარის დეტალები განიხილეს. სემინარზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთავრობის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მოხდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია. საპატიო სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა სამომავლო საინვესტიციო პროექტები ორმხრივ შეხვედრებზე განიხილონ.
სემინარზე განიხილული იქნება ძიანგსის პროვინციის საინვესტიციო პოტენციალი, მისი შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო-ძიანგსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნული სემინარი საპარტნიორო ფონდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტის დროს, ძიანგსის პროვინციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მხარეებს შორის ეკონომიკური ხელშეწყობისა და ურთიერთობებების გაღრმავების მიზნით დაიგეგმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















