გალტ & თაგარტმა საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია მოაწყო
საქართველო, თბილისი - 15:02 | 21.06.2016 ნანახია: 1684
გალტ & თაგარტმა სექტორული კონფერენციების სერიიდან, G&T Industry Series, პირველი სექტორული კონფერენცია სასტუმრო „Holiday Inn თბილისში“ გამართა. კონფერენცია საქართველოს ტურიზმის სექტორს მიეძღვნა, სადაც გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო შედეგებს, დღევანდელ მდგომარეობას, ტრენდებს და გამოწვევებს. მეორე ნაწილი დაეთმო სადისკუსიო პანელს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ტურიზმის სფეროში აქტიურად მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საპარტნიორო ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, აჭარა ჯგუფი და სილქ როუდ ჯგუფი.
გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული ტურიზმის სექტორის ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის:
- ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა 2016 წლის ხუთ თვეში - რამ განაპირობა ეს ზრდა და რა მოლოდინებია წლის მეორე ნახევარში;
- რა მიმართულებით არის ქვეყანაში პოტენციალი ტურიზმის სექტორის განვითარების შემდეგ ეტაპზე;
- სასტუმროების სექტორი - ბრენდირებული სასტუმროების დაგეგმილი პროექტები, სად არის შესაძლებლობები;
- საქართველოს ტურიზმის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის Travel & Tourism Competitiveness Index-ის მიხედვით - რომელ ქვე-ინდექსებში არის საქართველო მოწინავე ადგილებზე და რომელში ჩამორჩება;
- სახელმწიფოს ინიციატივები ტურიზმის სექტორის წახალისებით მიზნით.
„ღონისძიებათა ციკლის, G&T Industry Series, მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები - იმ მიზნით, რომ განიხილონ სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. ჩვენის მხრივ, აუდიენციას წარვუდგენთ ჩვენს უახლეს სექტორულ კვლევას და გავუზიარებთ დაგროვილ ცოდნას. გვსურს, რომ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინოს თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ საკითხს კერძო სექტორი და რა ფორმით უწყობენ მას ხელს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სექტორული კონფერენციების სერიას მიეცემა პერიოდული სახე და წლის განმავლობაში 3 სექტორის დაფარვა იგეგმება“ განაცხადა გალტ & თაგარტის საინვესტიციო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო პაპავამ.
“აჭარა ჯგუფი მხარს უჭერს გალტ & თაგარტის სექტორული კონფერენციების ჩატარების ინიციატივას და მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ პირველ კონფერენციას სასტუმროში Holiday Inn Tbilisi. მსგავსი კონფერენციები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობისთვისა და განვითარებისთვის, რადგან დღეს საქართველოს გააჩნია ყველანაირი წინაპირობა, იმისათვის, რომ გახდეს სამაგალითო ქვეყანა თანამედროვე ტურიზმის განვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ მასპინძლობა ჩვენი ცხოვრების წესი და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“ განაცხადა „აჭარა ჯგუფი“-ს მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ოთო ბერიშვილმა.
სრულად ტურიზმის სექტორის შესახებ ანგარიში შეგიძიათ იხილოთ: www.gt.ge
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















