თიბისი ბანკი და ჯეოსელი ბიზნესდაჯილდოებას იწყებენ
საქართველო, თბილისი - 14:42 | 21.06.2016 ნანახია: 1688თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმოგიდგენთ, რომლის მიზანი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. პროექტს გენერალურ პარტნიორობას უწევს სატელეკომუნიკაციო კომპანია ჯეოსელი. ერთის მხრივ, ბიზნესდაჯილდოება მიზნად ისახავს წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ; ხოლო, მეორეს მხრივ, მიეცეთ სტიმული და ინსპირაცია, რომ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები, გააზიარონ წარმატება და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.
ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში, დარეგისტრირებულნი არიან 2016 წლამდე და მათი წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 მილიონ ლარს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში :
- წლის ტურისტული ბიზნესი;
- წლის აგრობიზნესი;
- წლის ქართული პროდუქტი;
- წლის ინოვაციური ბიზნესი;
- წლის მარკეტინგული კამპანია;
- წლის მცირე ბიზნესი;
- წლის ბიზნესი.
ნომინაციაში „წლის ტურისტული ბიზნესი“ შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი ბიზნესი, რომლის მომსახურების ძირითადი მომხმარებლები არიან ადგილობრივი ან უცხოელი ტურისტები და რომელმაც მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება მათი მხრიდან. ნომინანტის შეფასებისას ყურადღება მიექცევა მომხმარებლების მიერ საჯაროდ დაფიქსირებულ შეფასებებს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებულ რეიტინგებს, სტატიებს ან სიუჟეტებს ადგილობრივ და უცხოურ მედიაში, სოციალურ ქსელებში, კომპანიის ვებგვერდის პოპულარობას, სხვადასხვა კონკურსებში მიღებულ ჯილდოებს და ა.შ.
ნომინაციაში „წლის აგრობიზნესი“ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, შენახვა, განაწილება ან გადამუშავება. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი მეტწილად იყოს ნაწარმოები/გადამუშავებული საქართველოში. პრიორიტეტი ისეთ კომპანიებს მიენიჭებათ, რომლებიც პროდუქციას შესაბამისი ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებენ.
ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი“ შესაძლებელია ნებისმიერი სფეროს ბიზნესმა წარადგინოს ნებისმიერი ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნა, დანერგა ან განავითარა საქართველოში. პროდუქტში იგულისხმება როგორც მატერიალური (საკვები, სათამაშო, ტანისამოსი და სხვ.), ასევე არამატერიალური (ვიდეო, ვებგვერდი, ფილმი და სხვ.) საქონელი. შეფასებისას ყურადღება მიექცევა ისეთ ბიზნესს, რომელმაც საკუთარი პროდუქტი ექსპორტზე გაიტანა და ამგვარი პროდუქტის გატანა ექსპორტზე მანამდე არ ხორციელდებოდა. მნიშვნლოვანია ერთჯერადი იყო თუ არა ნომინანტი ბიზნესის მიერ განხორციელებული ექსპორტი და რა ღონისძიებები გაატარა მან ახალ ბაზარზე დასამკვიდრებლად, რამდენად გაზარდა წილი მიზნობრივ ბაზარზე და რა საექსპორტო პოტენციალი გააჩნია მას.
ნომინაციაში „წლის ინოვაციური ბიზნესი“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ისეთ ბიზნესებს, რომლებმაც შექმნეს, დანერგეს ან განავითარეს ისეთი ტექნოლოგიური სიახლე ან გამოგონება, რომელსაც გააჩნია კომერციალიზაციის პოტენციალი ან გარკვეული სოციალური დატვირთვა. ტექნოლოგიური ინოვაცია შეიძლება იყოს როგორც პროდუქტი, ასევე მომსახურება, ან პროცესი. შესაძლებელია ტექნოლოგიური ინოვაცია არ იყოს უნიკალური მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ იყოს ინოვაციური საქართველოსთვის ან იმ არეალისთვის, სადაც იგი შეიქმნა, დაინერგა ან განვითარდა.
ნომინაციაში „წლის მარკეტინგული კამპანია“ შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი სფეროს ბიზნესი, რომელმაც განახორციელა ისეთი მარკეტინგული კამპანია, რომლის შედეგადაც ბიზნესმა/ბრენდმა/პროდუქტმა მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა მომხმარებელში, რაც აისახა მომხმარებლის რაოდენობის და გაყიდვების მოცულობის საგრძნობ ზრდაში.
ნომინაციაში „წლის მცირე ბიზნესი“ შესაძლებელია შერიჩეს ნებისმიერი სფეროს ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არ აღემატება 1.5 მილიონ ლარს; რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებას ბიზნესის განვითარების კუთხით და მცირე ზომის მიუხედავად მოახერხა მომხმარებლისთვის თავის დამახსოვრება.
კომისია ასევე გამოავლენს გამარჯვებულს ნომინაციაში „წლის ბიზნესი“. შეფასებისას კომისიის წევრები იხელმძღვანელებენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ბიზნესის განსაკუთრებული მიღწევები და ამ მიღწევების ამსახველი საინტერესო ისტორიები, ბიზნესი, რომელსაც სათავეში უდგანან ახალგაზრდები და რომელსაც აქვს საერთაშორისო განვითარების პოტენციალი. ნომინაციაში გამარჯვებული ერთი წლით თიბისი ბიზნესის ელჩი გახდება და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში.
„წლის მარკეტინგული კამპანიის“ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება ელექტრონულად, საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით. სხვა დანარჩენ ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი კომისია. ნომინაციაში “წლის ბიზნესი” გამარჯვებული შეირჩევა ჯამურად შემოსული აპლიკანტებიდან. ხოლო დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითეულ მათგანში შერჩეული სამი ფინალისტისგან, რომელთა პორტფოლიოები წარედგინება საზოგადოებას მედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყება 21 ივნისიდან და გაგრძელდება 15 აგვისტომდე, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ნოემბერში. აპლიკაციები მიიღება ონლაინ, შემდეგ მისამართზე: www.Businessaward.ge
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















