ნოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 21.06.2016
ნანახია: 2597

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე საქმის გამოძიების დაწყებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„როგორ გგონიათ, ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაიწყება თუ არა გამოძიება?“, - მიმართა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს.

თუმცა, აქვე დასძინა, რომ ადამიანის უფლებები მაშინ იყო დარღვეული, როდესაც მერაბიშვილი ციხეში არ იჯდა.

“ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ როცა იყო, მაშინ იყო დარღვეული ადამიანის უფლებები. ვანოს გვერდით უნდა იჯდეს უამრავი  მისი ძმა და მეგობარი”, - განაცხადა ჯავახიშვილმა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე