გიორგი ვაშაძე მისი პარტიის რეგისტრაციის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 17:41 | 20.06.2016
ნანახია: 2294

გიორგი ვაშაძე პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების გაჭიანურებაზე საუბრობს. სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერი თანაგუნდელებთან ერთად დღეს იუსტიციის სახლთან მივიდა და პარტიის დროულად დარეგისტრირება მოითხოვა, ვაშაძე იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, პროცედურა ხელოვნურად არ შეაფერხოს.

“იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, რომ დაუყონებლივ დაარეგისტრიროს ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა, რომ ვიყოთ თანაბარ პოლიტიკურ გარემოში. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი არაერთი პოლიტიკური ზარის, თხოვნის მიუხედავად არანაირ პასუხს არ გვაძლევენ. რაც შეიძლება სწრაფად დაგვირეგისტრირონ პოლიტიკური გაერთიანება და ნუ გვიწელავენ პროცედურას,“ - განაცხადა ვაშაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე