საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე

საქართველო, თბილისი - 17:38 | 20.06.2016
ნანახია: 1861

ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა. საბრძოლო სროლებს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრო.

გეგმურ საარტილერიო სწავლებაში დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადის 152 მმ-იანი თვითმავალ საარტილერიო დანადგარ „დანას“ ბატალიონი მონაწილეობდა.

ტაქტიკური სწავლების დასკვნით ფაზაში საბრძოლო სროლებს, „დანას“ ორი ბატარეის 12 ერთეული დანადგარი ახორციელებდა.

„დანას“ საარტილერიო ბატალიონის ორი ბატარეის ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლებაში 300-მდე სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე