აჭარა უცხოური მედიის ობიექტივში
საქართველო, თბილისი - 16:22 | 20.06.2016 ნანახია: 1572
აჭარის ტურისტული პოტენციალი და გასტრონომია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას სამიზნე ქვეყნების პოპულარული ტელევიზიები სპეციალურ გადაცემებს უძღვნიან. დღეს, რეგიონს თურქეთში რეიტინგული ტელეარხის IZ TV გადამღები ჯგუფი სტუმრობს, რომლის წამყვანიც აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობს და აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემას ამზადებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10 სამიზნე ქვეყნიდან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ისრაელი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი) 90-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა, მათ შორის “Моя планета“- ს, „ПЯТНИЦА»- ს, CNN Turki-ს, ATV - ს, TV3-ს, Travel Channel, Channel 10 და Good Life Channel-ს გადამღები ჯგუფები, რომლებიც აჭარაში მოგზაურობისა და სამზარეულოს შესახებ სარეკლამო გადაცემებს ამზადებენ ისრაელში, პოლონეთში, ლიტვაში, თურქეთში, სომხეთსა და რუსეთში. გადაცემები, სადაც წამყვანები მილიონობით მაყურებელს რეგიონში დასვენებისკენ მოუწოდებენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ეთერში ივნისსა და ივლისის დასაწყისში გავა. თუმცა რეგიონის მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებისკენ მაყურებელს უკვე მოუწოდა “Моя планета“- ს წამყვანმა ანტონ ზაიცევმა, რომელმაც აჭარაში გადამღებ ჯგუფთან ერთად მარტში იმოგზაურა.
რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით დეპარტამენტი 16 პრესტურის ორგანიზებას გეგმავს. მედიატურების ფარგლებში წლის ბოლომდე აჭარას 125 ჟურნალისტი ესტუმრება, რაც სამიზნე ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სარეკლამო სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.
„წელს, სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში პრესტურების ორგანიზებისას აქცენტს პოპულარული ტელეარხების გადამღები ჯგუფების მოწვევავაზე ვაკეთებთ. ამ გადაცემებს მილიონობით მაყურებელი ჰყავს, რომელთა გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას თუ სად გაატარონ ზაფხული მსგავსი ტიპის სამოგზაურო გადაცემებიც ახდენს. ტელეწამყვანები, აჭარაში მოგზაურობისას მაყურებლებს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და რეგიონში დასვენებისკენ მოუწოდებენ. მთლიანობაში 2016 წელს დეპარტამენტი 30-მდე პრესტურს გაუწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონის შესახებ გადაცემებს, ტელე-რადიო სიუჟეტებს და სტატიებს 200-მდე ჟურნალისტი მოამზადებს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
გარდა აჭარაში მოწვეული ჟურნალისტებისა, ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი სამიზნე აუდიტორიას „აჭარის დღეები“-ს ფარგლებში 5 სამიზნე ქვეყნის დედაქალაქში (მინსკი, ვარშავა, ასტანა, ვილნიუსი, თელ-ავივი) გააცნო. რეგიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 450-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს, რასაც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეში სტატიებით, ბლოგებითა და ტელე-რადიო სიუჟეტებით გამოხმაურება მოჰყვა. წლის ბოლომდე რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე აუდიტორიისთვის დეპარტამენტი დამატებით 5 სამიზნე ქვეყანაში გეგმავს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















