ნინო ჯანგირაშვილი: ეს საკანონმდებლო ცვლილება არის ტელეკომპანიების ძარცვა

საქართველო, თბილისი - 16:19 | 20.06.2016
ნანახია: 1873

უფასო სარეკლამო დროის შესახებ კანონპროექტის შეფასებიბსას, "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ტელეკომპანიების ძარცვა.

,,ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ GDS და რუსთავი 2-ის ერთ პოზიციაზე არიან და მოყოლებული შუაში კავკასია, ობიექტივი, მაესტრო. აბსოლუტურად ყველა. ასეთი კანონიც მივიღეთ ბოლო-ბოლო, რომ ყველა ერთ აზრზეა, რომ ეს არის საშინელება… ეს არის პრაქტიკულად ტელეკომპანიების ძარცვა. მე არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმის და სამწუხაროდ, დამკვიდრდა ძალიან მანკიერი პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკოესბი ჩვენს ქონებას ანაწილებენ ისე, რომ ჩვენ საერთოდ არაფერს არ გვეკითხებიან. არც კი დაუძახიათ, არც კი მოუსმენიათ, არც უკითხავთ ჩვენი აზრი. მნიშვნელოვნად აუარესებს ეს პროექტი ტელეკომპანიაების მდგომარეობას. ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგები გვექნება ჩვენ" განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე