საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდა
საქართველო, თბილისი - 15:23 | 20.06.2016 ნანახია: 1814
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციები განთავსდება, ამის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წლის 17 ივნისს, პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა 107 მილიონი ლარის ოდენობით. პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6.45 პროცენტია, სადეპოზიტო სერთიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში.
ევრობანკისთვის ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე წარმატებული გამოშვებაა საქართველოში. პროცესს წარმართავს სს გალთ & თაგართი. აუქციონის შემდეგ მიღებული განაცხადის საფუძველზე ობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.
2014 წლის მარტში ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების პირველი, კერძო, საინაუგურაციო განთავსების შემდეგ, ევრობანკი მარეგულირებლებთან - და განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან - მუშაობდა მარეგულირებელ სისტემაში ისეთი ცვლილებების შემოღებაზე, რაც მნიშვნელობით სცილდება ეროვნული სტრუქტურის მოთხოვნებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მახასიათებლებს აღიარებს. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო შეთავაზების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების განთავსებისთვის.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წლის 17 ივნისს, პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა 107 მილიონი ლარის ოდენობით. პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6.45 პროცენტია, სადეპოზიტო სერთიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში.
ევრობანკისთვის ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე წარმატებული გამოშვებაა საქართველოში. პროცესს წარმართავს სს გალთ & თაგართი. აუქციონის შემდეგ მიღებული განაცხადის საფუძველზე ობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.
2014 წლის მარტში ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების პირველი, კერძო, საინაუგურაციო განთავსების შემდეგ, ევრობანკი მარეგულირებლებთან - და განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან - მუშაობდა მარეგულირებელ სისტემაში ისეთი ცვლილებების შემოღებაზე, რაც მნიშვნელობით სცილდება ეროვნული სტრუქტურის მოთხოვნებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მახასიათებლებს აღიარებს. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო შეთავაზების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების განთავსებისთვის.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ამ ახალ საეტაპო მოვლენას, როდესაც ევრობანკი წარმატებით განათავსებს ლარში ნომინირებულ, პირველ, საჯარო გამოშვებას. ეს მოვლენა ცხადყოფს რამდენად დიდია ნდობა ქართული ლარისა და ადგილობრივი დარგობრივი პოლიტიკისადმი. ლარით ობლიგაციების ემისია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალი ნდობის დასტურია ლარისა და ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ის ფაქტი რომ ქვეყანში არსებობს მცურავი გაცვლითი კურსი, ზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ და შესაბამისად ინტერესს ინვესტორების, მათ შორის არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, ლარით დენომინირებულ ფასიანი ქაღალდებზე გაზრდილ მოთხოვნას, რაც საპროცენტო განაკვეთებზეც ახდენს გავლენას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, როგორც EBRD-ის, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ."მადლობას მოვახსენებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წარმატებული თანამშრომლობისათვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალისხმევას არ იშურებს იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ეროვნული ფულადი ერთეულის განვითარებისთვის და პროგრესისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამჯერად ჩვენი ღონისძიება ეძღვნება ფასიანი ქაღალდების ახალ გამოშვებას. ეს არის ორი ნიშნით განსაკუთრებული გამოშვება წინა გამოშვებებთან შედარებით. პირველი, ის რომ ხუთწლიანი ვადა აქვს, წინა გამოშვებები იყო ორწლიანი და მეორე, განსაკუთრებული თვისება არის, ის რომ საჯაროდ მოხდება ამ ობლიგაციებით ვაჭრობა. მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს ბონდები საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ინვესტიციები მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, რათა მოხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ეს არის ინოვაციური მიდგომა და განსაკუთრებული შემთხვევა. განთავსებას როგორც წინა შემთხვევაში ამჯერადაც გალთ & თაგართსი მოახდენს. მადლობას ვუხდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობას იღებდა ამ გამოშვებაში", - განაცხადა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.
მრავალი წლის განმავლობაში ევრობანკი ცდილობს უცხოურ კაპიტალსა და უცხოური ვალუტით საკრედიტო რესურსზე ჭარბი დამოკიდებულების პრობლემის გადაწყვეტას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ამას ახორციელებს ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების წახალისებით და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებით ან გაძლიერებით. ახალი ობლიგაციების გამოშვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევრობანკს 2009 წლის დეკემბრიდან ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამაც გააჩნია საქართველოში, რომლის დაწინაურებაც მოხდება ამ ინიციატივით.
ევრობანკის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების სამივე გამოშვებიდან მიღებული შემოსავალი მიემართება მისი ძირითადი პროექტების დასაფინანსებლად. ევრობანკს ლარით დენომინირებული 16 კრედიტი აქვს გაცემული ჯამში დაახლოებით 380 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მცირე ბიზნესის, ენერგო ეფექტურობის და ქალი მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.
ევრობანკი საქართველოში მოწინავე ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან, ბანკს ჯამში ინვესტირებული აქვს 2.7 მილიარდი ევრო 195 პროექტის ფარგლებში, რაც შემდეგ სფეროებს მოიცავს: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ევრობანკის კაპიტალდაბანდების 90 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















