ვიმპელკომმა და ერიქსონმა 1 მლრდ დოლარის ღირებულების პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს
საქართველო, თბილისი - 13:42 | 20.06.2016 ნანახია: 1626
საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია „ვიმპელკომმა“ (NASDAQ: VIP), რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია „ბილაინი“, „ერიქსონთან“ (Ericsson) (NASDAQ : ERIC) 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა, რომელიც თავის მხრივ რადიკალურად გარდაქმნის „ვიმპელკომის“ გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურას.
პარტნიორობა გულისხმობს „ვიმპელკომის“ IT ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას 11 ქვეყანაში და 12 დროის სარტყელში - რაც წარმოადგენს ყველაზე დიდ და ამბიციურ პროექტს საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიის ისტორიაში.
„ვიმპელკომი“ განახორციელებს თავისი ბიზნესის მხარდაჭერის სისტემების (BSS) ინფრასტრუქტურის ციფრულ ფორმატში გადატანას და გლობალიზებას ერიკსონის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის და ქლაუდის (Cloud) ტექნოლოგიების გამოყენებით.
შეთანხმება მოიცავს „ვიმპელკომის“ ვალდებულებას მიაწოდოს თავის მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება ინოვაციური გადაწყვეტილებების და სამრეწველო თანამშრომლობის მეშვეობით. ციფრული სტეკი (Digital Stack) დააჩქარებს
პროდუქციისა და სერვისების განვითარებას, ხოლო თითქმის რეალურ დროში ჩატარებული ანალიზური მონაცემების მიწოდება და გამოყენება შესთავაზებს მომხმარებლის სერვისების უფრო მეტად პერსონალიზირების საშუალებას. გარდა ამისა, მარტივი ინტერფეისი, ასევე გააძლიერებს მომხმარებლის გამოცდილებას ნებისმიერ დონეზე.
"წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ფუნდამენტურ მოვლენას ჩვენს ტრანსფორმაციაში, რადგან ჩვენი სტრატეგიით მივისწრაფით წინ, რათა ვაქციოთ ვიმპელკომი ჭეშმარიტ ციფრულ კომპანიად. ახალი ციფრული სტეკი (Digital Stack) დაგვეხმარება უკეთ მოვახდინოთ რეაგირება ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებზე, და ამავე დროს დაგვეხმარება განვახორციელოთ ჩვენი ბიზნესის ცენტრალიზება და გამარტივება, შევქმნათ მოქნილი და სხარტი ოპერაციები, რომელიც ჩამოაყალიბებს ხარჯების უფრო ეფექტურ სტრუქტურას ჩვენს გლობალურ ბიზნესში", განაცხადა „ვიმპელკომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ივს შარლიმ.
ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად, ვიმპელკომის IT სისტემების მართვა გახდება უფრო მოსახერხებელი, მარტივი და მეტად მომზადებული მომავლისათვის, ვინაიდან კომპანია გეგმავს მიაწოდოს მომხმარებელს ახალი ციფრული მომსახურება მოწინავე ქსელების დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე პარამეტრებისა და მომსახურების უზრუნველყოფას. საოპერაციო ხარჯების *მნიშვნელოვანი შემცირების გარდა, გაუმჯობესებული ტექნოლოგიის სტრუქტურა საშუალებას მისცემს ვიმპელკომს უფრო სწრაფად მოახდინოს საკუთარი ციფრული ინოვაციური სტრატეგიის მონიტორინგი, კერძოდ, მობილური გართობის, კომუნიკაციის, ფიზიკური ობიექტების ინტერნეტის (IOT), და მობილური ფინანსური მომსახურების ( MFS) სფეროში. გარდა ციფრული მომსახურების ფართო არჩევანის შეთავაზებისა, ვიმპელკომი შესძლებს მიაწოდოს მომხმარებელს პერსონალიზირებული შეთავაზებები, უწყვეტი ონლაინ მომსახურების გამოცდილება და გამარტივებული და მთლიანად ციფრული მომსახურების სიჩქარე და კომფორტულობა.
„ვიმპელკომი“, რომელსაც აქვს წვდომა მსოფლიოს მოსახლეობის 10 პროცენტზე, ასრულებს უნიკალურ ფუნქციას ციფრული გაძლიერების უზრუნველყოფაში მომხმარებლისათვის, განსაკუთრებით კი განვითარებად ბაზრებზე, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ 3G და 4G LTE ტექნოლოგიის გამოყენებას.
"სრულად უერთიერთდაკავშირებულ სამყაროში წარმატების მისაღწევად, ოპერატორებს ესაჭიროებათ მაღალი ხარისხის შესრულება, მოქნილობა და ეფექტურობა. ერიკსონის უნიკალური BSS, როგორც სერვის კონცეფცია, რომელსაც თან ერთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, დაეხმარება ვიმპელკომს აღნიშნული ამბიციების რეალიზებაში კომპანიის პოზიციონირებით შემდგომი ზრდის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ICT შეცვლის ინდუსტრიას გლობალურად“, აცხადებს „ერიკსონის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჰანს ვესტბერგი.
გლობალური სტრატეგიული პარტნიორობა ვიმპელკომსა და ერიკსონს შორის წარმოადგენს ორივე კომპანიის ვალდებულებას მიაწოდონ ახალი ციფრული მომსახურება ვიმპელკომის მომხმარებელს. როგორც სანდო პარტნიორი, ერიკსონი უზრუნველყოფს ვიმპელკომის სრულ ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც გულისხმობს ახალი ციფრული BSS გარემოს მართვასა და ოპერირებას Cloud-ზე დაფუძნებული ციფრული მხარდაჭერის სისტემის არქიტექტურის გამოყენებით, რომელსაც უხელმძღვანელებს ერიკსონის შემოსავლების მენეჯერი.
"მომავალი გულისხმობს რეალურ დროში შეთავაზებების პერსონალიზირებას და მათი შესაბამისობის და მიზიდულობის უზრუნველყოფას ჩვენი მომხმარებლისათვის, რომელიც იყენებს ციფრულ სერვისებს. აღნიშნული ტექნოლოგიური ცვლილება წარმოადგენს უზარმაზარ ნახტომს ჩვენი ჯგუფისთვის და წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს ტრანსფორმაციას დინამიურ ბიზნესად, რომელსაც ესმის და რეაგირებს მომხმარებლის ციფრულ მოთხოვნებზე. მხოლოდ ინვესტირება უახლეს ტექნოლოგიებში და მთლიანი გაციფრულება საშუალებას მოგვცემს მივაწოდოთ მომხმარებელს ინოვაციური და კონკურენტუნარიანი მომსახურება მხარდაჭერილი სამომავლო ქსელების მეშვეობით როგორიცაა 4G LTE და სხვა", აცხადებს „ბილაინის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი.
პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, ვიმპელკომის გუნდი შეამცირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარჯების 50 პროცენტზე მეტს (opex და capex) მესამე წელიწადისთვის, რაც შეადგენს ჯგუფის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 2 პროცენტის თანაფარდობას. ამგვარი ეფექტურობის სარგებელი უკვე შეტანილია სამიზნე 750 მილიონი აშშ დოლარის ფულადი ნაკადის გაუმჯობესებაში, რომელიც გასაჯაროვდა ბაზრისთვის 2015 წლის აგვისტოში. პროექტთან დაკავშირებული ხარჯები და ინვესტიცია შედის ვიმპელკომის 2016 წლის ფინანსურ დოკუმენტაციებში, რომელშიც პირველი კვარტლის შედეგები გასაჯაროვდა 2016 წლის 12 მაისში. ერიკსონთან გაფორმებული ხელშეკრულება გათვლილია შვიდ წელიწადზე, თუმცა სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობით.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















